საზოგადოება: ბრიტანეთში აკრძალეს მობილური ტელეფონების რეკლამა იესოს გამოსახულებით | World News | ||
ბრიტანულმა სარეკლამო რეგულატორმა ASA-მ (The Advertising Standards Authority) აკრძალა მობილური ტელეფონების სალონის რეკლამა იესოს გამოსახულებით ქრისტიანების მიმართ „უპატივცემულობის“ გამო. ამის შესახებ იტყობინება Sky News. კომპანია Phones 4U-მა რეკლამა 2011 წლის 21 აპრილს, აღდგომის დღესასწაულამდე ცოტანით ადრე განათავსა. განცხადებაზე მულტფილმის პერსონაჟის ქვეშ სტილიზებული იესოს გამოსახულება იყო განთავსებული, რომელიც მყიდველებს თვალს უკრავდა, ასევე სლოგანი, რომელიც პირდებოდა Android-ის პლატფორმაზე Samsung Galaxy სმარტფონების „სასწაულებრივ“ შენაძენებს. ASA-ში უკმაყოფილო მყიდველებისაგან 98 საჩივარი შემოვიდა. თავის მხრივ, როგორც BBC Newsგადმოსცემს, Phones 4U-ში აღნიშნეს, რომ მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას არ აპირებდნენ და უბრალოდ „ქრისტიანობის პოზიტიური და თანამედროვე იმიჯის“ ჩვენება სურდათ. თუმცა კომპანიამ დაუყოვნებლივ მოხსნა სარეკლამო პლაკატი და ბოდიში მოუხადა თითოეულს, ვინც ASA-ში საჩივარი გაგზავნა. მიმდინარე წლის მაისში ახალ ზელანდიაში, ყოფილ ბრიტანულ კოლონიაში, ქრისტიანების უკმაყოფილება გამოიწვია პიცერიათა ქსელ „ჯოჯოხეთური პიცის“ (Hell Pizza) სარეკლამო დაფამ. ქალაქ ჰამილტონის 17 მოქალაქემ საჩივრით მიმართა ASA-ის ადგილობრივ ოფისს და რეკლამას შეურაცხყმყოფელი უწოდეს, თუმცა რეგულატორში რეკლამაში კანონმდელობის საწინააღმდეგლო ვერაფერი ნახეს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3377.html
| |||
Posted by Drakula | 08 Sep 2011, 20:07 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.