საზოგადოება: ილია მეორე: ახალ მონასტერში საქართველოსა და რუსეთის მეთაურების მოლაპარაკებები ჩატარდება | ![]() | Georgian News | |
![]() ტაძრის კურთხევისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ამ ადგილს არა მხოლოდ სულიერი დატვირთვა აქვს და რუსეთის საზღვართან შემთხვევით არაა აშენებული. ილია მეორემ აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა მართმადიდებელი ქრისტიანები არიან და როდესაც ისინი საქართველოში სტუმრად მოვლენ, დაინახავენ, რომ მოვიდნენ მართმადიდებელ, მშვიდობიან ქვეყანაში. „ეს წმინდა ტაძარი თავშესაფარი გახდება ყოველი მგზავრისთვის და აქ სახელმწიფოთა მეთაურების მოლაპარაკებები ჩატარდება. ეს მონასტერი ასეთი მაღალი დონის იქნება... ეს ტაძარი ჩვენ სასწაულს გვაჩვენებს და, ვფიქრობ, ეს გამოვლინდება იმაში, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები კვლავ მშვიდობიანი გახდება“, - თქვა ილია მეორემ. დარიალის ხეობაში მამათა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3468.html
| |||
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:46 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.