ეს საინტერესოა: ფრანგმა ლატარიაში რეკორდული ჯეკპოტი მოხსნა | World News | ||
საფრანგეთში ლატარიაში მოგებული თანხის ახალი რეკორდი დამყარდა. როგორც France Info იტყობინება, 162 მილიონ 256 ათას 622 ევროს მფლობელი გახდა ქვემო ნორმანდიაში მდებარე კალვადოსის დეპარტამენტის მაცხოვრებელი. ჯერჯერობით გამარჯვებულს ლატარია EuroMillions-სა, რომელშიც ლატარიის ბილეთების 40 მილიონმა მყიდველმა მიიღო მონაწილეობა, მოგებულ თანხაზე უფლებების შესახებ არ განუცხადებია. ფრანგს წარმატება მოუტანა რიცხვების 9, 28, 30, 32, 49 შეთავსებამ, ასევე ე. წ. ორმა ბედნიერმა ნომერმა - 9 და 10, აღნიშნავს Metro. იმისათვის, რომ ჯეკპოტის მფლობელი გამხდარიყო, ახალგამომცხვარ მილიონერს ჰქონდა ერთი შანსი დაახლოებით 116 მილიონიდან. ახლა ფრანგს 60 დღე აქვს, რათა მოგებული თანხა წაიღოს. 162 მილიონი ევროს მისაღებად ნორმანდიის მაცხოვრებელმა ეროვნული ლატარიის კომპანია Francaise des Jeux-ს უნდა მიმართოს და მოგებული ბილეთი წარადგინოს. ფულის მიღებაზე უფლების დადასტურების შემდეგ მილიონერს მისცემენ მოგებული თანხის ჩეკს, წაიყვანენ პარიზში ლიმუზინით, შემდეგ რესტორანში სადილზე და სასახლეში ღამის გატარების შესაძლებლობას მისცემენ. ყველა ამ გართობის ხარჯს Francaise des Jeux დაფარავს. ჩეკის გარდა ფრანგს მოგებულ თანხაზე გადასცემენ „გამარჯვებულის პასპორტს“, სადაც იგი საკუთარი ფოტოსურათის ჩაკვრასა და პირადი მონაცემების ჩაწერას შეძლებს. „პასპორტში“ ასევე გამოქვეყნებულია რჩევები დამწყები მილიონერისათვის და პატარა ლექსიკონი, რომელიც საშუალებას მისცემს მას, გაერკვეს ზოგიერთ მისთვის ახალ ფინანსურ ტერმინში. EuroMillions-ში მოგებული თანხის წინა რეკორდი საფრანგეთში 2009 წელს დამყარდა, როდესაც ლატარიის ბილეთების 15 მფლობელმა 100 მილიონი ევროს ოდენობის ჯეკპოტი გაიყვეს. EuroMillions-ში მოგებული თანხის ევროპული რეკორდი კი 185 მილიონ ევროს შეადგენს. ეს თანხა 2011 წლის ივლისში წყვილმა შოტლანდიიდან მოიგო. EuroMillions-ს თამაშობენ საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, ირლანდიაში, ავსტრიაში, ლუქსემბურგსა და შვეიცარიაში. გათამაშებები ყოველკვირეულად ტარდება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3464.html
| |||
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:23 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.