პოლიტიკა: სააკაშვილი: უკრაინა და საქართველო ნატოში იმაზე ბევრად უფრო ადრე იქნებიან, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სრულიად დარწმუნებულია, რომ საქართველოც და უკრაინაც ნატოში „ადრე თუ გვიან“ შევლენ. ამის შესახებ მანდ 15 სექტემბერს უკრაინულ გაზეთ „დღესთვის“ (ეკუთვნის უკრაინის მთავარ ოლიგარქს, რეგიონთა პარტიის დეპუტატს რინატ ახმეტოვს) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, რომ ჩვენ ნატოს საკითხში წინ წაწევა გველის, განსაკუთრებით გაისად. დაგეგმილია სამიტი ჩიკაგოში, რომელიც, ვიმედოვნებ, შეაფასებს საქართველოს მიერ რეფორმების მხრივ მიღწეულ პროგრესს, ის კი სახეზეა. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც და უკრაინაც ნატოში ადრე თუ გვიან შევლენ და მე ვფიქრობ - იმაზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. მე ერთდროულად რეალისტურად და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ცხოვრებამ მასწავლა ის, რომ არ უნდა ჩავვარდე ზედმეტ ოპტიმიზმში, მაგრამ რეალურად ძალიან კარგი შანსი არსებობს. რასაკვირველია, ბევრი რამ მსოფლიო პროცესებს უკავშირდება, რომლებიც ტექნონურად მიმდინარეობს და ნებისმიერი მხარეს შეიძლება დაიძრას. მე როგორც ძალიან ოპტიმისტური, ისე ძალიან პესიმისტური სცენარი მაქვს. მაგრამ მე, როგორც ყოველთვის, პოზიტივზე კონცენტრაციის მოხდებას ვცდილობ“, - განაცხადა ამის თაობაზე სააკაშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3461.html
| |||
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.