ეს საინტერესოა: დასახელდა ყველაზე სასარგებლო მულტფილმი | World News | ||
დიდი ბრიტანეთს ჯანდაცვის სამინისტრომ უჩვეულო გამოკვლევა ჩაატარა და დაადგინა: მულტფილმი „სკუბი-დუ“ ტელევიზიით ტრანსლირებად ყველა საბავშვო პროგრამას შორის ყველაზე ჯანსაღია. ამის შესახებ წერს The Telegraph. ყველაზე აქტიურ გმირთა სიაში აღნიშნული სერიალის პერსონაჟებმა ასევე პოზიციების ნახევარი დაიკავეს. ექსპერტებმა შეადგინეს რეიტინგი, რისთვისაც საბავშვო არხების ეთერის ყურებაზე 200 საათი დახარჯეს. მკვლევარების ინტერესთა სფეროში, კერძოდ, 20 ყველაზე პოპულარული ტელეგადაცემა შევიდა. ანალიზის მსვლელობაში ისინი ცდილობდნენ დაეთვალათ, რამდენად ხშირად იყო ნაჩვენები ფიზიკური აქტიურობა. შესაბამისად, ყოველ გმირს ამ თვალსაზრისით აფასებდნენ. ასევე პერსონაჟები შეფასებებს იღებდნენ კარგი ქცევისთვის (ფეხით სეირნობები და სპორტით დაკავება). იმის გამო, რომ სიუჟეტის მიხედვით სერიალ „სკუბი-დუს“ გმირები უფრო ხშირად მონსტრებისაგან თავს აღწევენ გაქცევით, მულტფილმი ზედა პოზიციებზე მოხვდა. მაგალითისათვის, სერიალი „ტომი და ჯერი“ პირველ ხუთეულშიც კი არ შევიდა. მას მოსდევს „მოგზაური დაშა“, „შეშლილი მელოდიები“, „ღრუბელი ბობი“, ხოლო „სიმფსონები“ „ოქროს ათეულის“ მიღმა აღმოჩნდნენ. ჯანდაცვის მინისტრის ენ მილტონის თქმით, მნიშვნელოვანია სწორად კვება და ბევრი მოძრაობა. განსაკუთრებით ეს ბავშვებისათვის არის აქტუალური. უწყებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მულტგმირების ძალის გამოყენების შესახებ, რათა მრავალი ბავშვის ცხოვრების წესი შეცვალონ. პროგრამა LazyTown-თან ერთად მან აამოქმედა კამპანია Change4Life. პატარა მაყურებლების სამსჯავროზე გამოტანილი იქნება ისტორიები პერსონაჟზე სახელად სპარტაკი, რომლის რაციონშიც სასარგებლო პროდუქტები შედის და იგი მუდმივად მოძრაობს. ექსპერტთა აზრით, სპარტაკი ბავშვებისათვის ჩინებული მოდელი გახდება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3465.html
| |||
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.