Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| შენობაში სისუფთავეს ჩამონტაჟებული მტვერსასრუტები უზრუნველყოფს | | World News |
ახალი ტექნოლოგიები ყველგან ჩნდება. გარდა იმისა, რომ თითქმის ყოველდღიურად უმჯობესდება ჩვენთვის ნაცნობი საყოფაცხოვრებო აპარატურის ტექნოლოგიები, ასევე ჩნდება ახალი სისტემებიც.
ჩამონტაჟებული მტვერსასრუტის სისტემა სახლის დალაგებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა სიმარტივეს უზრუნველყოფს. ძალის ბლოკი ყენდება შენობის გარეთ და მისგან გამოდის პლასტიკური მილსადენი, რომელიც სახლის კედელში მტვერსასრუტისთვის განკუთვნილი პნევმოროზეტით ან პნევმოქანდაზით მთავრდება. გასასვლელები სახლის ყველაზე მოხერხებულ ნაწილებში ყენდება: პნევმოაქანდაზები - ხშირი დაბინძურების ზონებში, პნევმოროზეტები - ადგილებში, რომლებშიც ყველაზე ხშირად არის საჭირო ცენტრალური მტვერსასრუტი.
|
Posted by Drakula | 18 Jun 2011, 21:30 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
| მარკ მალენი: საქართველოს სინგაპურიზაციის იდეა მცდარი და საშიშია | | Business & Economics |
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება თავისთავად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის, ან საკუთრივ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი აქტი არ არის. ამ პროცესის დაწყება ორ მიზანს ემსახურება: პირველი, საქართველოს იძულება, დაიწყოს აუცილებელი ინსტიტუტების შექმნა და მეორე, საქართველოს უნარისა და მოთმინების გამოცდა, იმისა, თუ რამდენად შეუძლია საქართველოს მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმება და შესრულება. საქართველო დაჩქარებული ქვეყანაა, როგორც მისი ლიდერები აცხადებენ, თუმცა, ჩვეულებრივ, ის, რაც სწრაფად შენდება, ასევე სწრაფად ინგრევა. ევროკავშირს სურს დარწმუნება იმაში, რომ ისინი, ვინც კლუბში შესვლაზე საუბრობენ, სერიოზული პარტნიორები არიან. თუ საქართველო ევროკავშირის ბაზარს შემოუერთდება, მათ შორის, სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების თვალსაზრისით, ეკონომიკური პრობლემები მისთვის უკვე აღარასდროს იქნება იმდენად სერიოზული, რომ ქვეყანას ეკზისტენციალური საფრთხე ემუქრებოდეს.
|
Posted by Drakula | 18 Jun 2011, 21:20 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
|