ეკონომიკა: მარკ მალენი: საქართველოს სინგაპურიზაციის იდეა მცდარი და საშიშია | ![]() | Business & Economics | |
![]() აქ ერთი პრობლემა არსებობს: საქართველოში არსებობს ერთი აქტიური და შესანიშნავად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მთავარი იდეა გადაჭარბებული რეგულაციების დაწესებაა, რომ ეს რეგულაციები ეკონომიკურ განვითარებას ამუხრუჭებს, რომ ევროკავშირი კრიზისშია და რომ საქართველოსთვის საუკეთესო გზაა ეკონომიკის დერეგულაცია. მათ მიაჩნიათ, რომ პოლიტიკის დერეგულაცია მრავალ ინვესტიციას მოიტანს, ეკონომიკური ზრდა არანორმალურ მასშტაბებს მიაღწევს და საქართველოს ევროკავშირი სულაც აღარ დასჭირდება. ეს არის მოდელი „საქართველო როგორც სინგაპური“ და ეს სულელური მოდელია. ეს ჯგუფი ასევე გამოთქვამს პრეტენზიას იმაზე, თუ როგორ ეპყრობა ევროკავშირი საქართველოს და ეუბნება ბრიუსელს, რომ მან საქართველოსადმი ახალი მიდგომა უნდა მოსინჯოს. რთული არაა გამოვიცნოთ, რას ფიქრობს ამაზე ბრიუსელი. ბევრი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის ეს იდეა საქართველოსთვის მცდარი და, ამასთან, საშიში. პირველ რიგში, ევროკავშირი ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალო რეგულაციებს. მისმა რეგულაციებმა რეალურად იმუშავა. ევროზონის პრობლემა არა რეგულაციის უკმარისობა იყო (როგორც ეს ადამიანები ამტკიცებენ), არამედ ის, რომ როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში ფინანსური ბაზრები არასაკმარისად რეგულირდებოდა. თუმცა, ყველა იმ აზრს ემხრობა, რომ კონკურენტუნარიანი ბაზრები კარგია, მაგრამ საქართველოსთვის განსაკუთრებით გონიერი ნაბიჯი არ იქნება, თუ იგი მარტო დაიწყებს ასეთ სამეზობლოში განვითარებას. მსოფლიოს ამ ნაწილში უცხოელ ინვესტორებს ინსტიტუციონალური სისუსტისა და პოლიტიკური რისკების ეშინიათ, და არა საგადასახადო ტარიფებისა და რეგულაციებისა. ეფექტური რეგულაციები ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს. თუ ვინმეს დაავიწყდა, შევახსენებ, რომ სინგაპური დემოკრატიული ქვეყანა არაა. სინგაპურში მთავრობის კრიტიკა აკრძალულია და უკვე 50 წელია, ხელისუფლებაში ერთი პარტია იმყოფება. მარკ მალენი აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ქართული ქვედანაყოფის ყოფილი ხელმძღვანელი, Transparency International Georgia-ის საბჭოს თავმჯდომარეა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2617.html
| |||
Posted by Drakula | 18 Jun 2011, 21:20 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.