aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: მობილური რეკლამის ბაზარს ორჯერადი ზრდა უწინასწარმეტყველეს World News  World News 
2011 წელს მობილური რეკლამის გლობალური ბაზარი გაორმაგდება და 3.3 მილიარდ დოლარის ნიშნულს მიაღწევს. როგორც Reuters იტყობინება, ამის შესახებ ნათქვამია ფირმა Gartner-ის ანგარიშში.



საქონლისა და მომსახურების წინ წაწევის ხარჯების საერთო სტრუქტურაში მობილური რეკლამის წილი კვლავინდებურად უმნიშვნელო იქნება. მიუხედავად ამისა, Gartner-ის მონაცემებით, იგი თანდათანობით გაიზრდება და 2015 წლისთვის ხარჯების საერთო თანხის 4 პროცენტს მიაღწევს (20.6 მილიარდი დოლარი ფულადი გამოხატულებით). შედარებისათვის, 2010 წელს მობილური რეკლამა ბაზრის მხოლოდ 0.5 პროცენტს იკავებდა.


Gartner-ში მობილური რეკლამის განვითარებას უახლოეს წლებში სმარტფონებისა და პლანშეტების გამოყენების გაზრდას უკავშირებენ. ამასთან, ამ ბაზარზე ლიდერის პოზიციებს დაიკავებს არა აშშ, არამედ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი და იაპონია. კვლევითი ფირმის მონაცემებით, 2011 წელს ამ რეგიონზე 1.63 მილიარდი დოლარი მოვა. შედარებისათვის, ჩრდილოეთ ამერიკაში ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 701.7 მილიონს შეადგენს.


2010 წლის ბოლოს გამოვიდა სხვა გამოკვლევა, რომელიც ასევე მობილური რეკლამის ბაზარს ეძღვნება. Juniper Research-ის მონაცემებით, 2015 წლისთვის მობილური რეკლამის ხარჯებმა მხოლოდ 11 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს.


მობილური რეკლამის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ იგი საშუალებას იძლევა, უფრო ტარგეტირებული სარეკლამო კამპანიები ჩატარდეს, კერძოდ, მომხმარებელთან უახლოესი მაღაზიის ან კაფეს რეკლამირება.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2622.html
Posted by Drakula | 18 Jun 2011, 21:27 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: მობილური რეკლამის ბაზარს ორჯერადი ზრდა უწინასწარმეტყველეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian