პოლიტიკა: ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გადაიფიქრა | Georgian News | ||
ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც პრემიერი სატო კილმანი, რომელმაც სოხუმთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული. ახალმა ხელისუფლებამ , რომლის სათავეში პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ედვარდ ნატაპეემია, აღნიშნულ აღიარებაზე უარი განაცხადა. პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა აფხაზეთს განიხილავს როგორც საქართველოს ტერიტორიის ნაწილს და მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის არ ცნობის გადაწყვეტილების მიღებით ვანუატუ აჩვენებს, რომ იგი საერთაშორისო საზოგადოების წევრების უმრავლესობის მხარესაა ამ პროცესში, იუწყება "ჩვენი აფხაზეთი", რომელიც ვანუატუს მთავრობის პრესს–რელიზს აქვეყნებს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2616.html
| |||
Posted by consul | 17 Jun 2011, 19:59 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.