პოლიტიკა: დავით ბაქრაძე: რუსეთს საქართველოს წარმატებები აღიზიანებს | Georgian News | ||
რუსეთს საქართველოს წარმატებები აღიზიანებს და ამიტომ იგი ცდილობს ქვეყანაში შიდა დესტაბილიზაციის განხორციელებას, მიაჩნია საქართველოს პარლამენტის სპიკერს დავით ბაქრაძეს, იტყობინება “GHN“. „მიუხედავად სირთულეებისა და რუსული ოკუპაციისა, საქართველოში მრავალი რამ გაკეთდა. ჩვენ გვსურს წარმატებულები ვიყოთ და სწორედ ეს აღიზიანებს რუსეთს და იგი შიდა დესტაბილიზაციის განხორციელებას ცდილობს“, - თქვა ბარაძემ ტელეარხ „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მან აღნიშნა, რომ 10 წლის წინ საქართველო იყო „შესწავლის ობიექტი“ კორუფციის თვალსაზრისით, ამჟამად კი, „ტრასფერენს ინთერნეიშენალის“ თანახმად, საქართველო მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლის მიხედვით #1 ქვეყანაა. „ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელმაც წარმატებული გარდაქმნა შეძლო. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ წარუმატებლად მიიჩნეოდა, დღეს კი მსოფლიო ბანკმა ჩვენ #1 რეფორმატორ ქვეყნად გვაღიარა“, - თქვა ბაქრაძემ. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მოსახლეობა სახელმწიფო ინსტიტუტებს არ ენდობოდა, ახლა კი მოსახლეობის 87% ენდობა პოლიციასა და ჯარს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2626.html
| |||
Posted by Drakula | 20 Jun 2011, 17:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.