მეცნიერება-ტექნოლოგიები: Google-ს მილიარდობით დოლარი მოსთხოვეს | World News | ||
კომპანია Oracle იმედოვნებს Google-საგან „მილიარდობით დოლარის“ მიღებას თავისი შვიდი პატენტის დარღვევისთვის, რომლებიც პროგრამების ენა Java-ს უკავშირდება. ამის შესახებ იტყობინება Reuters იმ დოკუმენტებზე მინიშნებით, რომლებიც Oracle-მა სასამართლოს წარუდგინა. კომპენსაციის თანხა, რომელსაც Oracle ელოდება, გამოქვეყნდა პირველად, მიუხედავად იმისა, რომ Google-ის მიმართ სარჩელი კომპანიამ სასამართლოში ჯერ კიდევ 2010 წელს შეიტანა. საქმის გარჩევას სასამართლო 2011 წლის ნოემბერში შეუდგება. Oracle ადანაშაულებს Google-ს მისი შემუშავებების არაკანონიერ გამოყენებაში მობილურ პლატფორმა Android-ში. მოსარჩლის აზრით, Google-მა Android-ში გამოიყენა Java-ს კოდი, რომელიც საწყისისაგან განსხვავებული იყო. ამით კომპანიამ პლატფორმის ძირითადი პრინციპი დაარღვია: „წერ ერთხელ - უშვებ სადაც გინდა“ ("Write once - run anywhere"). 2010 წლის ოქტომბერში Google-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც Oracle-ის ბრალდებები „იურიდიულ საფუძველს მოკლებული“ უწოდა. პროგრამირების ენა Java კომპანია Sun Microsystems-მა შეიმუშავა. Oracle-მა მასზე უფლებები 2010 წლის იანვარში კომპანიის ყიდვის შემდეგ მიიღო. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2620.html
| |||
Posted by Drakula | 18 Jun 2011, 21:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.