ექსპერტი: საერთაშორისო ბირჟებზე აქციების გატანა საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლებს | Business & Economics | ||
საერთაშორისო ბირჟებზე ქართული სახელმწიფო კომპანიების აქციების გატანა საქართველოს მთავრობას გეოპოლიტიკური ინტერესების შესაძლო კონფლიქტზე პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლებს, მიაჩნია ენერგეტიკული საკითხების ექსპერტს ლიანა ჯერვალიძეს. | |||
Posted by Drakula | 12 Aug 2011, 17:32 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოზე მსოფლიო ბაზრების დაცემას? | Business & Economics | ||
როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოზე მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე დაცემას, რომელიც აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის შემცირებას მოჰყვა? „ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბაშიშვილის აზრით, მსოფლიო ბირჟებზე მიმდინარე პროცესები აუცილებლად აისახება საქართველოზე, რაც ძირითადად შეეხება ბანკებს, რომლებიც ყველაზე მეტადაა ინტეგრირებული გლობალურ სისტემაში, ქვეყნის ეკონომიკის სხვა სექტორთა შორის. | |||
Posted by Drakula | 10 Aug 2011, 22:13 | comments | ეკონომიკა | Score: 1 | Read More... | |||
საქართველოში „უბნის საგადასახადო ოფიცრები“ გამოჩნდებიან | Business & Economics | ||
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახალ - უბნის საგადასახადო იფიცრის ინსტიტუტს ნერგავს. | |||
Posted by Drakula | 09 Aug 2011, 22:56 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
მონოპოლიზებულია თუ არა უმსხვილესი ბიზნეს-სექტორები საქართველოში? | Business & Economics | ||
1996 წელს საქართველოში დაარსებული ანტიმონოპოლიური სამსახური 2004 წელს გაუქმდა და ბაზრის მონიტორინგის ფუნქცია „კონკურენციისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს“ დააკისრეს. ასევე არსებობს სექტორული მარეგულირებლები, როგორებიცაა კომუნიკაციისა და წყლის, ენერგეტიკისა და გაზის რეგულირების კომისიები. უწყების გაუქმების იდეა იმჟამინდელ ეკონომიკის მინისტრს კახა ბენდუქიძეს ეკუთვნოდა და აღნიშნული სამსახურის ქმედებები შეფასებული იყო როგორც ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი. ამ მომენტისათვის ანტინომოპოლიური რეგულაციები და სამსახურები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს და მათ კონკურენციის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. | |||
Posted by Drakula | 09 Aug 2011, 22:55 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
ემზარ ჯგერენაია: საქართველოს რეგიონებში ბანკების პერსონალს პროტექციით ირჩევენ | Business & Economics | ||
ქართულ ბანკებს რეგიონალურ ფილიალებში პერსონალის პროტექციით შერჩევაში საყვედურობენ. ასეთი შინაარსის განცხადებას ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ემზარ ჯგერენაია აკეთებს. მისი თქმით, სხვადასხვა საბანკო ოპერაციების წარმოების დროს კადრების ცოდნის დონე დედაქალაქში და, მაგალითად, ბათუმში მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. | |||
Posted by Drakula | 04 Aug 2011, 14:45 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
ივლისში საქართველოში ინფლაცია 1.6%-ით შემცირდა | Business & Economics | ||
2011 წლის ივლისში, 2010 წლის ივლისთან შედარებით, წლიური ინფლაციის დონემ 8.5% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე არის მინუს 1.6%. | |||
Posted by Drakula | 03 Aug 2011, 11:18 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
Apple-ს აშშ-ის მთავრობაზე მეტი ფული აღმოაჩნდა | Business & Economics | ||
ანალიტიკოსებმა გაკვირვებით განაცხადეს, რომ სტივ ჯობსის კორპორაციას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაზე მეტი ფული აღმოაჩნდა. შედარებისათვის: აშშ-ის სახაზინოს ბოლო ანგარიშმა აჩვენა, რომ ქვეყანაში მიმოქცევაში მყოფი ფულის რაოდენობა 73.7 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო Apple 76.4 მლრდ დოლარის ოდენობის რეზერვებს ფლობს. | |||
Posted by Drakula | 30 Jul 2011, 18:29 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
აზერბაიჯანის მინისტრმა საქართველოში 1 მლნ ლარის ინვესტიცია მოახდინა | Business & Economics | ||
აზერბაიჯანელმა მეწარმეებმა და აზერბაიჯანულმა კომპანიებმა დაიწყებს სხვა ქვეყნებში ინვესტიციების ექსპორტირება, ამის შესახებ, პარასკებს, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა შახინ მუსტაფაევმა სპეციალურიად ჟურნალ «The Business Year-Azerbaijan 2011–ის» ნომრისათვის გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც მიეძღვნა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 20 წლისთავს, იუწყება «GHN». | |||
Posted by consul | 29 Jul 2011, 19:47 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
ერგბ: საქართველოში ეკონომიკური ზრდა წელს 5% იქნება | Business & Economics | ||
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში 2011 წელს მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებული პროგნოზი 0.5 საპროცენტო პუნქტით - 5.5%-დან 5%-მდე შეამცირა. როგორც ერგბ-ის შეტყობინებაშია ნათქვამი, ამასთანავე დადასტურებულია 2012 წლის საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4%-ის დონეზე. | |||
Posted by Drakula | 29 Jul 2011, 19:38 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
ბანკებს სესხების გამარტივების შესაძლებლობა ეძლევათ | Business & Economics | ||
ქართულ საბანკო სექტორს სესხების გამარტივებისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესაძლებლობა ეძლევა. | |||
Posted by Drakula | 28 Jul 2011, 17:36 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||