ეკონომიკა: ემზარ ჯგერენაია: საქართველოს რეგიონებში ბანკების პერსონალს პროტექციით ირჩევენ | Business & Economics | ||
ქართულ ბანკებს რეგიონალურ ფილიალებში პერსონალის პროტექციით შერჩევაში საყვედურობენ. ასეთი შინაარსის განცხადებას ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ემზარ ჯგერენაია აკეთებს. მისი თქმით, სხვადასხვა საბანკო ოპერაციების წარმოების დროს კადრების ცოდნის დონე დედაქალაქში და, მაგალითად, ბათუმში მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჯგერენაიას განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარია, რა პრინციპით ხვდებიან კადრები რეგიონალურ ფილიალებში, რამდენადაც მათი დიდ ნაწილს ელემენტარული საბანკო ოპერაციების შესრულება არ შეუძლია. ჯგერენაია არ გამორიცხავს, რომ ამის მიზეზი ადგილობრივი კადრების განათლების დაბალი დონეა. მისი თქმით, მან საკმაოდ კარგად იცის რეგიონებში ახალგაზრდობის განათლების დონე, ხოლო ბანკების არაკვალიფიციური კადრების მიზეზად იგი ადგილებზე არსებულ პროტექციონიზმს მიიჩნევს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3054.html
| |||
Posted by Drakula | 04 Aug 2011, 14:45 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.