aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საქართველოში უნიკალური მთის სოფელი „ბაკურიანი“ გაჩნდება Business & Economics  Business & Economics 
კომპანია Mountain Village უნიკალური მთის სოფელ „ბაკურიანის“ მშენებლობის პროექტს იწყებს. როგორც „ბიზნეს-საქართველო“ გადმოსცემს, პროექტის რეალიზაცია ქვეყნის ერთსახელიან რაიონში განხორციელდება.
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 17:55 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვის მოცულობა 30.5 პროცენტით გაიზარდა Business & Economics  Business & Economics 
2011 წლის პირველ კვარტალში სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვის მოცულობა, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.5 პროცენტით გაიზარდა და 88.5 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო პროდუქციის გამოშვების მოცულობა 29.7 პროცენტით გაიზარდა და 83.5 მილიონი ლარი შეადგინა.
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 17:54 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში კვების პროდუქტების ფასების შემცირება არ შეინიშნება Business & Economics  Business & Economics 
აისახა თუ არა საქართველოში ინფლაციის მკვეთრი შემცირება ძირითად კვების პროდუქტებზე? ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ინფლაცია კიდევ უფრო მეტად შემცირდება და, შესაძლოა, მიზნობრივ 6%-იან მაჩვენებელზე ქევმოთ დაეცემა.
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 17:54 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 AFBA: ნაგვის გადახდის სისტემა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება Business & Economics  Business & Economics 
ნაგვის გადახდის ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც ტარიფი მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობიდან გამოითვლება, უკანონოა, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და მსოფლიოში ანალოგები არა აქვს, აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია. როგორც ასოციაციის წარმომადგენლებმა გუშინ, 22 აგვისტოს, ბრიფინგზე განაცხადეს, გადახდის ამგვარი სისტემის შედარება შეიძლება ხარკთან თათარ-მონღოლური უღელის დროს.
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 17:53 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოს ბანკმა ანაკლიაში სასტმურო "ოქროს საწმისის" მშენებლობა დააფინანსა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ბანკმა ანაკლიაში სასტუმრო "ოქროს საწმისის" მშენებლობა 2 მილიონი დოლარით დააფინანსა. სასტუმროს სადღესასწაულო გახსნა დღეს შედგება.
Posted by consul | 22 Aug 2011, 20:16 | comments | ეკონომიკა | Score: 5 | Read More...
 
 ჩავარდება თუ არა წელს ცხვრის ექსპორტი? Business & Economics  Business & Economics 
სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოდან ცხვრის ექსპორტის შემცირებას ადასტურებს. ამის მიზეზად ბაკურ კვეზერელი ტრანსპორტირებაში წარმოშობილ პრობლემებს ასახელებს. მისი თქმით, საქართველოში მოქმედ ავიაკომპანიებს საკუთარი თვითმფრინავები არა აქვთ, რომლებიც საქონლის ტრანსპორტირების სერვისით იქნებოდა აღჭურვილი, ამიტომ მათ ამ თვითმფრინავების დაქირავება უხდებათ და, როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესებში არ შედის. იმ კომპანიებს კი, რომლებიც ცხვრის ტრანსპორტირებითაა დაკავებულები, ცხვარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო სატრანსპორტო რესურსები არ ჰყოფნით, ამიტომ ექსპორტიც შემცირდა. მიუხედავად ამისა, მინისტრი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ცხვრის ექსპორტი არ ჩავარდება და მაჩვენებლები პოზიტიური იქნება. „ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რამდენი ცხვარი წავა საქართველოდან ექსპორტზე. ცხვრის ექსპორტის სეზონი ჯერ არ დამდგარა. ცხვრის გატანა სექტემბერში იწყება და იმედი მაქვს, ამ დროისთვის ტრანსპორტირების საკითხი გადაიჭრება. ვიმედოვნებ, ეს პროცესი გამოსწორდება და რაფინირდება და ავიაკომპანიებსაც ამ მიმართულებით ინტერესი გაუჩნდება“, - თქვა კვეზერელმა.
Posted by Drakula | 18 Aug 2011, 20:52 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველო KfW-საგან დამატებით 39 მლნ ევროს მიიღებს Business & Economics  Business & Economics 
18 აგვისტოს ბათუმში საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების გერმანულ ბანკს (KfW) შორის გაფორმდება მორიგი შეთანხმება ბათუმის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის 39 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ.
Posted by Drakula | 17 Aug 2011, 19:27 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 2010 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 814 მლნ დოლარი შეადგინა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ თავის საბოლოო მოხსენებაში, რომელიც 15 აგვისტოს გამოქვეყნდა, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა (საქსტატმა) დააზუსტა 2010 წლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული წინასწარი მონაცემები და ინვესტიციების მოცულობის მონაცემები 553.1 მლნ დოლარიდან 814 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
Posted by Drakula | 16 Aug 2011, 20:42 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 „პეგასუსი“: 2011 წლის ზაფხულის სეზონმა რეალურად აჩვენა კრიზისის დაძლევა Business & Economics  Business & Economics 
ავიაკომპანიები მიმდინარე ტურისტული სეზონით კმაყოფილები არიან. კომპანია „პეგასუსის“ ქართული წარმომადგენლობის უფროსის ლევან ელიზბარაშვილის თქმით, 2009-2010 წლებისაგან განსხვავებით, 2011 წლის ზაფხულის სეზონმა აჩვენა, რომ საქართველოში კრიზისი დაძლეულია და, ამასთან, რიგი მოქალაქეების დონეზეა დაძლეული.
Posted by Drakula | 15 Aug 2011, 21:34 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 კერძო კომპანიები თავიანთ მომუშავეებს ხელფასებს უზრდიან Business & Economics  Business & Economics 
ნახევარზე მეტი კომპანია წელს თავისი მომუშავეებისთვის ხელფასების გაზრდას აპირებს. Grant Thornton International-ის მონაცემებით, ამ თვალსაზრისით ყველაზე გულუხვია არგენტინის, შვედეთისა და სამხრეთ აფრიკის კომპანიები. ისინი ხელფასების 98, 96 და 93 პროცენტით გაზრდას აპირებენ.
Posted by Drakula | 15 Aug 2011, 21:24 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 November 2024
  • English Georgian