ეკონომიკა: საქართველოში „უბნის საგადასახადო ოფიცრები“ გამოჩნდებიან | Business & Economics | ||
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახალ - უბნის საგადასახადო იფიცრის ინსტიტუტს ნერგავს. საგადასახადო იფიცრის მთავარი მოვალეობა იქნება გადამხდელთა დახმარება და კონსულტაციები გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული ამა თუ იმ პრობლემის დარეგულირების თაობაზე. საგადასახადო ოფიცრებს უბნის მიხედვით გადაანაწილებენ. ისინი ყოველდღიურად ფეხით (ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით) თავიანთ უბნის შემოვლას განახორციელებენ, შეხვდებიან გადამხდელებს და მათ აუცილებელ დახმარებას გაუწევენ. კონსულტაციებთან ერთად, უბნის საგადასახადო ინსპექტორები ასევე დაეხმარებიან მეწარმეებს მათი პრობლემების გადაჭრაში „ადგილზეა“, გააცნობენ მათ მიმდინარე რეფორმებს შემოსავლების სამსახურში, ასევე დაურიგებენ მათ თავიანთ პირად სატელეფონო ნომრებს შემდგომი შეკითხვების შემთხვევისთვის. ამასთან ერთად, საგადასახადო ოფიცრის ფუნქციებში არ შედის მოქალაქეებისათვის ჯარიმის გამოწერა - ოფიცერი გადამხდელების დახმარებაზეა ოროენტირებული, ამიტომ იგი მხოლოდ გაფრთხილებებით შემოიფარგლება. ამასთან, გაფრთხილებას საგადასახადო შემოწმება არ მოჰყვება. საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დაინერგება თბილისში, შემდეგ კი საქართველოს ყველა სხვა მსხვილ ქალაქში. პირველ ეტაპზე პროგრამაში 80 ადამიანი იქნება ჩართული. უბნის საგადასახადო ოფიცრების მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით მათთვის სპეციალური ტრენინგები ჩატარდება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3112.html
| |||
Posted by Drakula | 09 Aug 2011, 22:56 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.