aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: მონოპოლიზებულია თუ არა უმსხვილესი ბიზნეს-სექტორები საქართველოში? Business & Economics  Business & Economics 
1996 წელს საქართველოში დაარსებული ანტიმონოპოლიური სამსახური 2004 წელს გაუქმდა და ბაზრის მონიტორინგის ფუნქცია „კონკურენციისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს“ დააკისრეს. ასევე არსებობს სექტორული მარეგულირებლები, როგორებიცაა კომუნიკაციისა და წყლის, ენერგეტიკისა და გაზის რეგულირების კომისიები. უწყების გაუქმების იდეა იმჟამინდელ ეკონომიკის მინისტრს კახა ბენდუქიძეს ეკუთვნოდა და აღნიშნული სამსახურის ქმედებები შეფასებული იყო როგორც ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი. ამ მომენტისათვის ანტინომოპოლიური რეგულაციები და სამსახურები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს და მათ კონკურენციის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.



ამავდროულად, ევროკავშირის რეკომენდაციებიც ავალდებულებს საქართველოს, აღადგინოს ანტომონოპოლიური სამსახური. მის მოხსენებში ხშირად არის აღნიშნული, რომ ქართულ ბაზარზე კონკურენციის დაბალი დონეა.


საქართველოში კონკურენციის დაბალი დონე განპირობებულია მცირე ბაზრითა და კონიუქტურული ბიზნესის არსებობით. მრავალ სეგმენტში მხოლოდ ერთი კომპანია არსებობს, რომელიც ბაზარზე დომინანტურია, ან რამდენიმე კომპანია, რომელიც შეთანხმებული ფასებით მოქმედებს. მონოპოლიური მდგომარეობის ჩამოყალიბებას ხშირად სამთავრობო გადაწყვეტილება უწყობს ხელს. კვების ძირითადი პროდუქტები, ასანთი, მარილი, შაქარი ძირითადად ერთი კომპანიით იმპორტირდება, ხოლო ნავთობპროდუქტების ბაზარზე სრული ოლიგოპოლიური ილიდიაა, ვინაიდან ბაზარზე მოქმედი ხუთი კომპანია ერთი და იმავე დღეს, ერთი და იმავე ტარიფით ცვლის ფასებს, მაშინ, როცა მათი ხარჯების სტრუქტურა რეალურად განსხვავდება. ხშირად სახელმწიფო კონკრეტულ კომპანიებს პრივილეგიებს ანიჭებს, მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებს უზრუნველყოფს კვების პროდუქტებით, თბილისის სატრანსპორტო უზრუნველყოფა, თბილისის ანძის კერძო კომპანიის მართვაში გადაცემა და ა. შ.


ასე რომ, საქართველოში არსებული ლიბერალური ბიზნეს-გარემოს მიუხედავად, მრავალ ბიზნეს-სეგმენტში შესვლა და ოპერირება საკმაოდ რთულია. შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ერთი გენერალური ხაზი - ხელისუფლების პოლიტიკა, რომლის გარშემოც არსებული ბიზნესები თავისუფლად ოპერირებენ, ხოლო იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ საზღვარს მიღმაა, მოქმედება რთულია. ამდაგვარად, ზედმეტია ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის თაობაზე საუბარი მანამ, სანამ ცვლილებები არ მოხდება პოლიტიკურ მიდგომებში.


კონკურენციის დაბალი დონე და ბიზნეს-სექტორზე სახელმწიფო ძლიერი გავლება ეკონომიკის ეროზიას იწვევს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ რეგიონში ინვესტიციებისათვის ყველაზე მიმზიდველი პირობების მიუხედავად, 2010-2011 წლებში საქართველოში ყველაზე დაბალი საინვესტიციო აქტიურობა დაფიქსირდა. იზრდება ინვესტიციების გადინებაც: 2011 წელს ქვეყნიდან გადინებულ იქნა 200 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2011 წლის პირველ კვარტალში - 55 მლნ აშშ დოლარი. ასევე აღსანიშნავია ის, რომ მაღალი დენადობა ფიქსირდება მ ქვეყნებში, რომლებიც მანამდე საინვესტიციო ათეულში იყო წარმოდგენილი. ეს კი მაჩვენებელია იმისა, რომ ამ ინვესტორებმა თავი არაკომფორტულად იგრძნეს და საკუთარი კაპიტალის გატანა გადაწყვიტეს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3111.html
Posted by Drakula | 09 Aug 2011, 22:55 | News »
 

"ეკონომიკა: მონოპოლიზებულია თუ არა უმსხვილესი ბიზნეს-სექტორები საქართველოში?" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian