ეკონომიკა: ექსპერტი: საერთაშორისო ბირჟებზე აქციების გატანა საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლებს | Business & Economics | ||
საერთაშორისო ბირჟებზე ქართული სახელმწიფო კომპანიების აქციების გატანა საქართველოს მთავრობას გეოპოლიტიკური ინტერესების შესაძლო კონფლიქტზე პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლებს, მიაჩნია ენერგეტიკული საკითხების ექსპერტს ლიანა ჯერვალიძეს. „ჩვენი ობიექტებით შეიძლება დაინტერესდნენ რუსი ან აზერბაიჯანელი ინვესტორები, როგორც უზარმაზარი ფულადი სახსრების მფლობელები, შეიძლება დაინტერესდნენ სომხებიც, რომლებიც რესურსების მიწოდებების თვალსაზრისით მთლიანად დამოკიდებულნი არიან ქართულ ნავსადგურებზე. იმ შემთხვევაში, თუ აქციებს საერთაშორისო ბირჟებზე გაიტანენ, გამომტანი მხარე გეოპოლიტიკური ხასიათის კუთვნილობის შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს“, - განაცხადა ჯერვალიძემ რადიო „თავისუფლებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, საერთაშორისო ბირჟებზე აქციების განთავსებით გაიზრდება როგორც კომპანიების, ისე ქვეყნის ეკონომიკისა და მთლიანობაში საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზაჯვარედინის, ცნობადობა, და მომავალში ამ ფონმა შესაძლოა უფრო მსხვილი კომპანიების ინტერესი განაპირობოს. თუმცა ჯერვალიძე მიუთითებს გარკვეულ რისკებზეც, რამდენადაც მსოფლიო ბირჟებზე პრაქტიკულად შეუძლებელია აქციების მომავალი მფლობელების გაკონტროლება - აქციებს იყიდის ის, ვინც მეტს გადაიხდის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ლონდონის, ვარშავისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე ისეთი სახელმწიფო კომპანიების აქციების პაკეტის ნაწილის გატანას აპირებს, როგორებიცაა „საქართველოს რკინიგზა“, „ელექტროსისტემა“ და ნავთობისა და გაზის კორპორაცია. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3127.html
| |||
Posted by Drakula | 12 Aug 2011, 17:32 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.