Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| სააკაშვილი ქართული ეკონომიკის ზრდას პროგნოზირებს | | Business & Economics |
საქართველოს პრეზიდენტი 7-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო აპარატის თანამშრომლებთან შეხვედრაზე თქვა. „დღეს ჩვენ მსოფლიოში პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც თავისი ეკონომიკური ზრდის ტემპებს გადახედა. წლის დასაწყისში ჩვენ ნაკლების იმედი გვქონდა, ახლა კი პროგნოზს 7 პროცენტამდე ვწევთ, მაშინ, როცა თურქეთმა თავისი პროგნოზი 2 პროცენტით, ხოლო ევროზონის ქვეყნებმა - 2-3%-ით შეამცირეს.
|
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:51 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| საქართველოში მცირე ბიზნესის ადმინისტრირების ახალი წესები შემოაქვთ | | Business & Economics |
მთავრობის ინიციატივით, საორიენტაციოდ წლის ბოლომდე მცირე მეწარმეებს საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოებისაგან გაათავისუფლებენ. ამ მიზნით მთავრობა ბაზრებზე ადმინისტრირების ახალი წესების შემოღებას აპირებს, რისთვისაც საქართველოს პარლამენტმა საგადასახდო კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა უკვე დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ „საგადასახადო კოდექსში“ შესწორებების თანახმად, ბაზრებს მიენიჭებათ ცალკეული სავაჭრო ზონების წოდება, რომელთა მფლობელებმა უნდა აწარმოონ სავაჭრო ობიექტების ჩაბარებისა და ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა. ამას გარდა, შესწორებების თანახმად, მთელი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოება ასევე აღნიშნული ზონების მფლობელებს მოუწევთ.
|
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:44 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| კანადელ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გააცნობენ | | Business & Economics |
კანადელ ბიზნესმენებს საქართველოში საინვესტიციო პირობებს გააცნობენ. ამ ფუნქციას საკუთარ თავზე კანადის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო აიღებს, რომელიც ორი თვის განმავლობაში შეეცდება დაარწმუნოს კანადელი ბიზნესმენები, დააბანდონ ინვესტიციები საქართველოში. ამის თაობაზე შეთანხმება სააგენტოსთან გაფორმდა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მსვლელობაში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან სათავეში. ქართული მხრიდან დოკუმენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მოაწერა.
|
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:42 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| კვეზერელი: არ უსმინოთ ონიშენკოს | | Business & Economics |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ურჩევს ქართველ ბიზნესმენებს, არ უსმინონ რუსეთს ფედერაციის მთავარ სახელმწიფო სანიტარულ ექიმს გენადი ონიშენკოს. ამის შესახებ მან განაცხადა გუშინ, 18 ოქტომბერს, როდესაც კომენტარს აკეთებდა ონიშენკოს ბოლო განცხადებაზე რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შესაძლო დაბრუნების შესახებ.
|
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 18:16 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
|