 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| კვეზერელი: საქართველოში სიმინდის მოსავალი გაორმაგდა | | Business & Economics |
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის განხორციელების დროს ყველა გლეხსა და ფერმერს მაღალი ხარისხის თესლები დაურიგეს და მათ ინსტრუქციები დროულად მიიღეს. როგორც გუშინ, 29 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, გასული წლების განმავლობაში განხორციელებულ ყველა პროგრამას შორის ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა ყველაზე მაღალშემოსავლიანია. მისი თქმით, პროგრამის შედეგად რამდენიმე ათასი ფერმერი და გლეხი მოსავლის რეალიზაციიდან სოლიდურ შემოსავლებს მიიღებს.
|
Posted by Drakula | 30 Sep 2011, 18:48 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ექსპერტი: ახალი მსოფლიო კრიზისი საქართველოს დიდ ზიანს არ მიაყენებს | | Business & Economics |
AFBA-ის ექსპერტს მერაბ ჯანიაშვილს მიაჩნია, რომ ახალ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს საქართველოზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. ამგვარად მან კომენტარი გაუკეთა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ჟან-კლოდ ტრიშეს განცხადებას, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ახალი კრიზისი ემუქრება. ჯანიაშვილს მიაჩნია, რომ წინა კრიზისის მსგავსად მომავალი კრიზისი საქართველოს დიდ ზიანს არ მიაყენებს, რამდენადაც მისი ბაზარი მსოფლიო ეკონომიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული არ არის.
|
Posted by Drakula | 26 Sep 2011, 19:16 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
|