ეკონომიკა: მსო-ში ჩინეთის გაწევრიანებამ მთელ მსოფლიოს სარგებლობა მოუტანა - პასკალ ლამი | ![]() | Business & Economics | |
![]() „ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩინეთი მთლიანობაში წესებს მისდევდა, მაგრამ არა 100 პროცენტით“, - თქვა მან. ამავე დროს, პასკალ ლამიმ აღნიშნა, რომ მსო-ში ჩინეთის გაწევრიანებამ „სარგებლობა არა მხოლოდ ამ ქვეყანას, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც მოუტანა“. „შედეგად ჩამოყალიბდა ურთიერთხელსაყრელი სიტუაცია, რომელშიც ჩინეთი საერთაშორისო ვაჭრობიდან ძალიან ბევრის მიღება შეძლო, მსო-ს დანარჩენმა წევრებმა კი, თავის მხრივ, ჩინეთის გაწევრიანებისაგან ასევე მოგებაში დარჩნენ“, - განაცხადა მსო-ის გენერალურმა დირექტორმა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ვენ ცზიაბაო, რომელიც ამ დღეებში ჩინეთში უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ბაზრობის გახსნაზე გამოდიოდა, ასევე შეეხო მსო-ს თემას და განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციაში ჩინეთის გაწევრიანებამ „მსოფლიო მრავალ ქვეყანას საგრძნობი სარგებლობა მოუტანა“. ამ წლის ნოემბერში ჩინეთის მსო-ში მიღების მომენტიდან 10 წელი სრულდება. დროის ამ მონაკვეთში ჩინეთის იმპორტის საერთო მოცულობამ 750 მლრდ დოლარი შეადგინა. ამას გარდა, ჩინური მხარის მონაცემების თანახმად, ჩინეთის კომპანიებმა ამ დროის განმავლობაში საზღვარგარეთ 14 მლნ სამუშაო ადგილი შექმნეს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3685.html
| |||
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 18:14 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.