ეკონომიკა: თბილისში ახალი ტიპის სავაჭრო ფარდულები გაჩნდება | Business & Economics | ||
მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიზნით თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს. ძველი და უსახო ჯიხურების ნაცვლად დედაქალაქის ქუჩებში თანამედროვე ტიპის სავაჭრო ფარდულები გაჩნდება. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერი გიგი უგულავა გუშინ, 19 ოქტომბერს, შეხვდა მცირე და საშუალო მეწარმეებს და მათ ახალი ინიციატივა გააცნო. პროექტის ფარგლებში ნებისმიერი მსურველი შეძლებს საიტზე auction.tbilisi.gov.ge ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობას და სავაჭრო ფარდულის იჯარით აღებას ხუთი წლით. აუქციონი გამჭვირვალე იქნება. აუქციონის გამარჯვებულებს მერია ფარდულის დიზაინის ესკიზს უფასოდ შესთავაზებს. თითოეულ ფარდულზე ცალკე აუქციონი მოეწყობა. ფარდულები 1000 წინასწარ დადგენილ ადგილებში დაყენდება. „ეს საუკეთესო შანსია იმ თბილისელებისთვის, რომლებსაც სურთ ბიზნესის წარმოება, სტაბილური და გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა უგულავამ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3698.html
| |||
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.