 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| მედვედევი: რუსეთის ფედერაციის მსო-ში შესვლა ვაჭრობის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს | | Business & Economics |
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესვლა ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას ხელს შეუწყობს. „სახელმწიფოს მთავარი ამოცანა იმაშია, რომ უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, შეამციროს ბარიერები ბიზნესისთვის და კერძო ინიციატივა წაახალისოს. მიმაჩნია, რომ „ოცეულის“ ქვეყნებმა ამ საკითხში ლიდერობა უნდა გამოიჩინონ და ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მსო-ში დიდი ხნის ნანატრი გაწევრიანება საერთო საქმეში კარგი წვლილი შეიძლება გახდეს“, - თქვა მედვედევმა, როდესაც „ოცეულის ჯგუფის“ ბიზნეს-სამიტზე გამოდიოდა.
|
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:30 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| რეკლამებში იკრძალება გამოყენება ტერმინებისა „სასარგებლო“ და „გამაჯანსაღებელი“ | | Business & Economics |
კანონის თანახმად, აკრძალულია მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ კონკრეტულ პროდუქტს განსაკუთრებული თვისებები აქვს მაშინ, როდესაც ანალოგიური თვისებები სხვა პროდუქტსაც აქვს, განმარტავენ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში. მაგალითად, დაუშვებელია რეკლამაში გამოყენება ტერმინებისა „სასარგებლო“, „გამაჯანსაღებელი“ და „დიაბეტური“, თუ კომპანიაში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა არა აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, აღნიშნული დარღვევა 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმით ისჯება. თუმცა იგი ვერ იხსენებს შემთხვევას, როდესაც ქართულ ბაზარზე მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა.
|
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:29 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
|