ეკონომიკა: კვეზერელი: არ უსმინოთ ონიშენკოს | Business & Economics | ||
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ურჩევს ქართველ ბიზნესმენებს, არ უსმინონ რუსეთს ფედერაციის მთავარ სახელმწიფო სანიტარულ ექიმს გენადი ონიშენკოს. ამის შესახებ მან განაცხადა გუშინ, 18 ოქტომბერს, როდესაც კომენტარს აკეთებდა ონიშენკოს ბოლო განცხადებაზე რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შესაძლო დაბრუნების შესახებ. კერძოდ, „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ონიშენკომ განაცხადა, რომ ამ კვირაში „როსპოტრებნადზორში“ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან შესაძლოა ჩატარდეს კონსულტაციები რუსეთში ქართული ღვინის მიწოდებების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით. „მიუხედავად მთელი ისტერიისა და ამ პროცესის პოლიტიზაციისა საქართველოს მხრიდან, ამ კვირაში ჩვენთან ჩამოვლენ ადამიანები, რომლებსაც ცივილიზებულად ვაჭრობა სურთ“, - განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, რუსეთის ფედერაციის მთავარმა სახელმწიფო სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3686.html
| |||
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 18:16 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.