aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: სააკაშვილი ქართული ეკონომიკის ზრდას პროგნოზირებს Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს პრეზიდენტი 7-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო აპარატის თანამშრომლებთან შეხვედრაზე თქვა. „დღეს ჩვენ მსოფლიოში პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც თავისი ეკონომიკური ზრდის ტემპებს გადახედა. წლის დასაწყისში ჩვენ ნაკლების იმედი გვქონდა, ახლა კი პროგნოზს 7 პროცენტამდე ვწევთ, მაშინ, როცა თურქეთმა თავისი პროგნოზი 2 პროცენტით, ხოლო ევროზონის ქვეყნებმა - 2-3%-ით შეამცირეს.



ჩვენ მთელი მსოფლიოს ტენდენციების მიუხედავად ვიზრდებით იმიტომ, რომ ჩვენ გაგვიჩნდა ის უპირატესობა, რომელიც სხვებს არა აქვთ. ჩვენ იმიტომ ვიზრდებით, რომ ჩვენ მაღალი დონის სახელმწიფო აპარატი გვაქვს და ქვეყანაში კორუფცია არ არის“, - განაცხადა სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა დემოკრატიისა და კანონის ცენტრის გამოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. სააკაშვილის თქმით, ამ გამოკვლევების შედეგებით საქართველო საბიუჯეტო ინფორმაციის გამჭვირვალობის რეიტინგში მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის ახალი ზელანდიის შემდეგ მეორე ადგილზეა.


„ეს შედეგები ზუსტად ასახავს იმ მიღწევებს, რომლებიც სახელმწიფო აპარატში იქნა მიღწეული. ეს წარმატება ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია“, - განაცხადა მან.


„დღეს იმიტომ შეგკრიბეთ, რომ მეთქვა - ზრუნვა საჭიროა არა წარმატების შენარჩუნებაზე, არამედ საჭიროა წინ მოძრაობა. ქვეყანაში ყველაფერი ხალხის სახელით კეთდება და მრავალ არჩევნებზე ხალხმა ამ კურსს დაუჭირა მხარი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3702.html
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:51 | News »
 

"ეკონომიკა: სააკაშვილი ქართული ეკონომიკის ზრდას პროგნოზირებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 14 November 2024
  • English Georgian