aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ფულადი გზავნილების ქართულ ბაზარზე Western Union ლიდერობს Business & Economics  Business & Economics 
ფულადი გზავნილების ქართულ ბაზარზე ლიდერი Western Union-ია. მისი წილი 18.05%-ს შეადგენს. 2011 წლის იანვარ-ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა BPI-მ დაითვალა. იანვარ-ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 1.074 მლრდ დოლარი შეადგინა.
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:38 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველო ჩინეთისაგან 9.5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს Business & Economics  Business & Economics 
ორშაბათს, 19 დეკემბერს, საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ეკონომიკური და ტექნიკური თანაშრომლობის შესახებ. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჩენ ძიანფუმ. შეთანხმების ფარგლებში ჩინეთი საქართველოს დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს.
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:37 | comments | ეკონომიკა | Score: 1 | Read More...
 
 ევროდან გაქცევა უკვე დაიწყო - ექსპერტი Business & Economics  Business & Economics 
2012 წელს ერთიანი ევროპული ვალუტის ღირებულება დაცემას გააგრძელებს, პროგნოზირებს Morgan Stanley-ისმთავარი სავალუტო სტრატეგი ჰანს რედეკერი. Handelsblatt-თან ინტერვიუში ექსპერტი ხსნის, თუ რატომ იქნება ერთიანი ევროპული ვალუტის კურსი სულ მალე 1.2 დოლარი და ურჩევს ინვესტორებს, რომელი ვალუტები უნდა შეიძინონ. ეს უკავშირდება იმას, რომ გასულ კვირას ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ეცბ) ზედიზედ მეორეჯერ შეამცირა ძირითადი სააღრიცხვო განაკვეთი, აცხადებს ექსპერტი. მისი თქმით, ეს ბოლო ნაბიჯი არ არის, ვინაიდან ევროპის ქვეყნები და ბანკები რეფინანსირების არსებით მოთხოვნილებას განიცდიან.
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:32 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 Fitch-მა საქართველოს გრძელვადიანი რეიტინგი BB--მდე გაზარდა Business & Economics  Business & Economics 
სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში B+-დან BB--მდე გაზარდა, განაცხადა დღეს, 15 დეკემბერს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისი თქმით, ქვეყნის არაუზრუნველყოფილი ვალის რეიტინგი ასევე B+-დან BB--მდე გაიზარდა.
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:15 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველო რეიტინგში „Paying Taxes 2011“ 22 პოზიციით წინ წაიწია Business & Economics  Business & Economics 
საერთაშორისო რეიტინგში „Paying Taxes 2012“, გადასახადების გადახდის სიმარტივის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 22 პოზიციით წინ წაიწია და 183 ქვეყანას შორის 39-ე ადგილი დაიკავა.
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:00 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 გილაური: 2012 წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია Business & Economics  Business & Economics 
2012 წლის ბიუჯეტი დაბალანსებული და ჯანსაღია. ამის შესახებ დღეს, 14 დეკემბერს, სამთავრობო სხდომაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. ამის შესახებ ნათქვამია 2012 წლის პრიორიტეტებში.
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 19:29 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 2010 წელს საქართველოს სარეკლამო ბაზრის მოცულობამ 43-47 მილიონი დოლარი შეადგინა Business & Economics  Business & Economics 
სატელევიზიო რეკლამაზე ყველაზე მეტი ფული კომპანია „პროქტერ ენდ გემბელმა“ დახარჯა - ასეთი მონაცემებია წარმოდგენილი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოხსენებაში, რომელიც „AGB-საქართველოს“ ინფორმაციაზე მინიშნებით არის მომზადებული.
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 19:28 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველო-ევროკავშირის პირველი სამუშაო შეხვედრა იანვარში გაიმართება Business & Economics  Business & Economics 
საქართველო-ევროკავშირის პირველი სამუშაო შეხვედრა ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ექსპერტთა დონეზე 2012 წლის იანვარში გაიმართება. ამის შესახებ დღეს, 12 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ შეატყობინა.
Posted by Drakula | 12 Dec 2011, 19:04 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მსუბუქ სპირტიან სასმელებზე აქციზური განაკვეთი მცირდება Business & Economics  Business & Economics 
მსუბუქ სპირტიან სასმელებზე აქციზური განაკვეთი მცირდება. შესაბამისი შესწორებები საგადასახადო კოდექსში შეიტანება.
Posted by Drakula | 12 Dec 2011, 18:44 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მესამე კვარტალში საქართველოში 266 მილიონი დოლარი იქნა ინვესტირებული Business & Economics  Business & Economics 
საქართველოში მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიდიდემ, წინასწარი მონაცემებით, 266 მილიონი დოლარი შეადგინა, იტყობინება “GHN“.
Posted by Drakula | 12 Dec 2011, 18:41 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian