ეკონომიკა: 2010 წელს საქართველოს სარეკლამო ბაზრის მოცულობამ 43-47 მილიონი დოლარი შეადგინა | Business & Economics | ||
სატელევიზიო რეკლამაზე ყველაზე მეტი ფული კომპანია „პროქტერ ენდ გემბელმა“ დახარჯა - ასეთი მონაცემებია წარმოდგენილი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოხსენებაში, რომელიც „AGB-საქართველოს“ ინფორმაციაზე მინიშნებით არის მომზადებული. მეორე ადგილზეა „ჯეოსელი“, ხოლო მესამეზე - კომპანია „კრაფტი“. ათეულში ასევე შედიან „მაგთიკომი“, „საქართველოს ბანკი“, „მობიტელი“, „ლუდსახარში ნატახტარი“, „თი-ბი-სი ბანკი“, „სილქნეტი“ და „მარსი“. ანგარიში 2011 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდს ეხება. კონკრეტული მონაცემები კომპანიების მიერ დახარჯული თანხების შესახებ წარმოდგენილი არ არის. ამასთან ერთად, ირკვევა, რომ 2010 წელს საქართველოს სარეკლამო ბაზრის მოცულობამ 43-47 მილიონი დოლარი შეადგინა. მათ შორის ტელევიზიების წილმა 78 პროცენტი შეადგინა. სატელევიზიო რეკლამის დიდი ნაწილი მოდიოდა ტელეკომპანიებზე „იმედი“ (31.56%) და „რუსთავი 2“ (28/88%), რომლებიც ერთობლივად ბაზრის 60 პროცენტს აკონტროლებდნენ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4151.html
| |||
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 19:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.