aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ევროდან გაქცევა უკვე დაიწყო - ექსპერტი Business & Economics  Business & Economics 
2012 წელს ერთიანი ევროპული ვალუტის ღირებულება დაცემას გააგრძელებს, პროგნოზირებს Morgan Stanley-ისმთავარი სავალუტო სტრატეგი ჰანს რედეკერი. Handelsblatt-თან ინტერვიუში ექსპერტი ხსნის, თუ რატომ იქნება ერთიანი ევროპული ვალუტის კურსი სულ მალე 1.2 დოლარი და ურჩევს ინვესტორებს, რომელი ვალუტები უნდა შეიძინონ. ეს უკავშირდება იმას, რომ გასულ კვირას ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ეცბ) ზედიზედ მეორეჯერ შეამცირა ძირითადი სააღრიცხვო განაკვეთი, აცხადებს ექსპერტი. მისი თქმით, ეს ბოლო ნაბიჯი არ არის, ვინაიდან ევროპის ქვეყნები და ბანკები რეფინანსირების არსებით მოთხოვნილებას განიცდიან.



„თავდაპირველად ევროს მხარდაჭერას მთელი რიგი სპეციფიკური ფაქტორები უზრუნველყოფდა. ასე, მაგალითად, ზაფხულის ბოლომდე ევროს მსხვილ შესყიდვებს ცენტრობანკები ახორციელებდნენ. ამჟამად ეს ტალღა რამდენადმე დაეცა. პარალელურად ბანკებმა თავიანთი უცხოური გარიგებების მოცულობა შეამცირეს, რითაც ევრო სამშობლოში დააბრუნეს. ამრიგად, ეს პროცესიც ძლიერ შენელდა“, - აცხადებს რედეკერი.


„ჩვენ ახალ ფაზაში შევედით, რომელიც გარისკვის სურვილის უკიდურესად ძლიერ უქონლობას აღნიშნავს. ინვესტორები იშორებენ გრძელვადიან ობლიგაციებს, აქციებსა და ოქროსაც კი და ფულს ფიქსირებული პროცენტის მქონე მოკლევადიან ქაღალდებში აბანდებენ. ვინაიდან მოთხოვნა ამგვარ ქაღალდებზე მკვეთრად გაიზარდა, ბოლო დროს ჩვენ უარყოფით შემოსავლიანობასაც კი შევეჯახეთ. ალტერნატივის სახით ინვესტორები თავიანთ ფულს, მაგალითად, დოლარში აბანდებენ. ამჟამად ჩვენ ევროდან გაქცევას ვადევნებთ თვალს, ამიტომ ევროს კურსი დოლარის მიმართ ეცემა. მაგრამ ეს ეხება ევროს კურსს სხვა მრავალი ვალუტის მიმართაც“, - აღნიშნა ექსპერტი.


ამასთან, მისი თქმით, დოლარს უდიდესი ლიკვიდობა აქვს და მასზე 50-ზე მეტი ვალუტაა მიბმული.


მისი თქმით, ევროპული ინსტიტუტები ევროზე ბაზირებადი კაპიტალის ბაზრის გამყარების ზომებზე უნდა შეთანხმდნენ. ამჟამად ეს ბაზარი ინვესტორთათვის საინტერესო არ არის, რადგან ევროპის პრობლემური ქვეყნების ობლიგაციების ბაზრებზე მეტისმეტად ძლიერი ვოლატილობა შეინიშნება. თუ აქ მოხერხდება მღელვარებების შეწყვეტის მიღწევა ეცბ-ის მიერ დამატებითი ფულის დაბეჭდვის დაწყების გარეშე, მაშინ ევრო ზევით ასვლას შეძლებს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4174.html
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:32 | News »
 

"ეკონომიკა: ევროდან გაქცევა უკვე დაიწყო - ექსპერტი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian