ეკონომიკა: ფულადი გზავნილების ქართულ ბაზარზე Western Union ლიდერობს | Business & Economics | ||
ფულადი გზავნილების ქართულ ბაზარზე ლიდერი Western Union-ია. მისი წილი 18.05%-ს შეადგენს. 2011 წლის იანვარ-ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა BPI-მ დაითვალა. იანვარ-ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 1.074 მლრდ დოლარი შეადგინა. საზღვარგარეთიდან 998.362 მლნ, ხოლო საქართველოდან - 75.752 მლნ დოლარი გადაირიცხა. Western Union-ით 193.708 მლნ იქნა გადარიცხული, მათ შორის 165.108 მლნ საქართველოში, ხოლო 28.559 მლნ - საქართველოდან გადაირიცხა. მეორე ადგილზეა Unistrea. ამ სისტემას ბაზრის 16.34% უკავია, მესამე პოზიციაზეა Zolotaia Korona– 11.89%. მათ მოსდევთ: Contact – 9,72 %; 5. Anelik – 9,52%; 6. Money Gramy – 7,41%; 7. RIA – 5,68%; 8. Intel Express – 5,57%; 9. Bistraia Pochta – 3,55%; 10. Leader – 2,83%. საქართველოში ფულადი გზავნილების უდიდესი მოცულობა რუსეთიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან, ხოლო საქართველოდან - რუსეთსა და უკრაინაში შემოვიდა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4184.html
| |||
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.