ეკონომიკა: საქართველო ჩინეთისაგან 9.5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს | Business & Economics | ||
ორშაბათს, 19 დეკემბერს, საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ეკონომიკური და ტექნიკური თანაშრომლობის შესახებ. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჩენ ძიანფუმ. შეთანხმების ფარგლებში ჩინეთი საქართველოს დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს. როგორც გვინდაძემ განაცხადა, სფეროები, რომლებშიც ეს სახსრები მიმართული იქნება, ორმხრივი კომისიის მუშაობის მსვლელობაში დადგინდება. „პირველ რიგში, ეს სოფლის მეურნეობა იქნება. სხვა სფეროებს ერთობლივად დავადგენთ“, აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ამ გრანტის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკური წარმატების აღიარების ნიშნად გადაწყვიტა. ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი გახლავთ. 2005 წლიდან ჩინეთმა საქართველოს გრანტების სახით 15.8 მილიონი დოლარი გამოუყო, ასევე 4.7 მილიონ დოლის ოდენობის 20%-იანი უპროცენტო სავაჭრო კრედიტი შესთავაზა. ამ კრედიტით საქართველო თავისი ეკონომიკური საზღვრების გადაიარაღებას ახორციელებს, ათავსებს რა მანდ რენტგენო-სკანირების ახალ სისტემებს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4183.html
| |||
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:37 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.