ეკონომიკა: გილაური: 2012 წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია | Business & Economics | ||
2012 წლის ბიუჯეტი დაბალანსებული და ჯანსაღია. ამის შესახებ დღეს, 14 დეკემბერს, სამთავრობო სხდომაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. ამის შესახებ ნათქვამია 2012 წლის პრიორიტეტებში. მომავალი წლის ბიუჯეტი 8 მილიარდ 40 მილიონ ლარს შეადგენს, რაც, პრემიერის თქმით, 2003 წლის ბიუჯეტზე 10-ჯერ უფრო მეტია. მათგან ხარჯების ნაწილი 7 მილიარდ 940 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი 3.5 პროცენტის ოდენობით არის დადგენილი, რაც, გილაურის თქმით, დაბალი მაჩვენებელია და მთავრობების მიზანი მოცემული მაჩვენებლის 3-ზე ნაკლებ პროცენტამდე დაყვანაა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლის ბიუჯეტში მშპ-ის 5-პროცენტია გაწერილი. მისი თქმით, პრიორიტეტი სამი მიმართულება იქნება: სოციალური პროგრამები, ჯანდაცვა და განათლება და აღნიშნული მიმართულებების დაფინანსება გაიზრდება. გილაური საპენსიო პაკეტის ზრდას შეეხო და აღნიშნა, რომ სადაზღვევო ვაუჩერები 1 სექტემბრიდან დარიგდება და მათ ყველა პენსიონერი და 5 წლამდე ბავშვი მიიღებს. ცვლილებები სოფლის მეურნეობის დაფინანსებაშიც არის და იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. როგორც პრემიერმა განაცხადა, გაისად საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკაზე 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება. გილაურმა მინისტრებს დავალება მისცა, რომელიც 2 კვირის განმავლობაში საკუთარ უწყებებში 2012 წლის ბიუჯეტის პრეზენტაციის მოწყობას გულისხმობს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4152.html
| |||
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 19:29 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.