პოლიტიკა: გერმანია რუსეთს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს | World News | ||
გერმანიის მთავრობამ რუსეთში 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოუწოდა არჩევნების ჩატარებისკენ „დემოკრატიული პრინციპების“ შესაბამისად, იტყობინება Deutsche Welle. გერმანიის თვალსაზრისით, „ამ საკითხში დიდი დახმარება გახდებოდა საკმარისი რაოდენობის დამკვირვებელთა დაშვება არჩევნების ჩატარების დროს“, - განაცხადა ორშაბათს, 6 დეკემბერს, გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა. ზაიბერტმა ხაზი გაუსვა, რომ „მთავრობა უცხოური პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულ პრინციპებს შეესაბამებოდეს. ამას გარდა, რუსეთში ჩატარებული არჩევნები გააკრიტიკეს აშშ-მ, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კეტრინ ეშტონმა, ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ეჟი ბუზეკმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4098.html
| |||
Posted by Drakula | 07 Dec 2011, 19:26 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.