მეცნიერება-ტექნოლოგიები: Apple-მა აშშ-ში Samsung Galaxy-ს გაყიდვების დაბლოკვა ვერ შეძლო | World News | ||
ამერიკულმა სასამართლომ უარყო Apple Inc-ის სარჩელი, რომელიც აშშ-ში სამხრეთკორეული Samsung Electronics Co.-ის მობილური მოწყობილობების - Galaxy სერიის სმარტფონებისა და პლანშეტური კომპიუტერების გაყიდვების აკრძალვას მოითხოვდა, იტყობინება სააგენტო Bloomberg. Apple ადანაშაულებს Samsung-ს თავისი პატენტების დარღვევაში და კომპანიასთან სასამართლო გარჩევებს მსოფლიოს ათ ქვეყანაში აწარმოებს. Samsung-მა განაცხადა, რომ ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სამხრეთკორეული კომპანიის სასარგებლოდ იქნა მიღებული, ადასტურებს Apple-ის მიერ წარდგენილი ბრალდებებისათვის საფუძვლების არარსებობას. „დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მოწყობილობების ინდივიდუალობის დემონსტრაციას შევძლებთ“, - აღნიშნავენ კომპანიაში. ორმა კომპანიამ ერთმანეთის წინააღმდეგ უკვე 30-მდე სარჩელი შეიტანა. მათ შორის კონფლიქტი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, როდესაც Apple-მა დაადანაშაულა Samsung თავისი მოწყობილობების - iPhohe-ისა დაiPad-ის კოპირებაში. სასამართლო დავა ორ კომპანიას შორის მათი მჭიდრო ურთიერთობით რთულდება: Samsung Apple-სთვის კომპონენტების სიდიდით მეორე მომწოდებელია და iPhohe-ისა და iPad-ის მეხსიერებათა ჩიპების, დისპლეებისა და სხვა დეტალების გაყიდვიდან მიღებული ამონაგების 7.6%-ს იღებს. Samsung-ის აქციები ორშაბათს, 5 დეკემბერს, 2.2%-ით - 1.07 მლნ ვონამდე გაძვირდა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4077.html
| |||
Posted by Drakula | 06 Dec 2011, 19:32 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.