პოლიტიკა: აშშ-მ სირიაში ელჩი დააბრუნა | World News | ||
აშშ-ს ელჩი სირიაში რობერტ ფორდი, 6 დეკემბერს, დამასკოში დაბრუნდა, სადაც თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, წერს Agence France-Presse. ბოლო თვენახევრის განმავლობაში დიპლომატი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც მას კონსულტაციების ჩასატარებლად იძახებდნენ. ელჩის სამშობლოში დაბრუნების მიზეზი სირიელების მხიდან მუქარა წარმოადგენდა. სექტმებრის ბოლოს დიპლომატი და ამერიკული დიმპლომატიური მისის სხვა წარმოამდგენლები დაარბიეს. თავის მხრივ, თავდასხმა ფორდის სირიულ ქალაქში გამგზავრების შემდეგ მოხდა. ამ მგზავრობის დროს დიპლომატმა აშშ-ს სახელით ბაშატ ასადის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა გამოუცხდა. სირიულმა ხელისუფლებმა ფორდის ეს ქმედება ქვეყნის შიდა საქმეების ჩარევად აღიქვა და მასობრივ არეულობების პროვოცირება მოახდინა. ფორდის დამასკოდან გამგზავრების შემდეგ, სირიამ თავისი ელჩიც გამოიწვია ვაშინგტონიდან. ამავდროულად, ქვეყნებმა ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გაწყვიტეს. როგოც მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, ამერიკელი ხელმძღვანელები ბაშარ ასადს მოუწოდებდნენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა შეეწვიტა, ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩაეტარებინა და თანამდებობიდან გადამდგარიყო. ასადს ამ მოწოდებებზე რეაგირებაც არ ჰქონია. სირიაში დაპირისპირებები 2011 წლის მარტიდან დაიწყო. ბოლო თვეების განმავლობაში შეტაკებების დროს პოლიციელებისა და სამხედრო პირების მხრიდან დაახლოებით 1000 თანამშრომელი იქნა მოკლული. ამავდროულად, დაახლოებით 4500 მშვიდოებიანი მოქალაქე დაიღუპა. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4090.html
| |||
Posted by consul | 06 Dec 2011, 19:41 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.