 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ნათელაშვილი: მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას 9 პარტია უერთდება | | Georgian News |
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას 9 ოპოზიციური პარტია უერთდება. როგორც დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, დოკუმენტს ხელი მოაწერა პირადად მან, ასევე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, „თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელმა კახა კუკავამ, „თეთრების“ მოძრაობის ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილმაძემ, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა სერგო ჯავახაძემ, სოციალურ-დემოკრატიულ პარტიის ხელმძღავნელმა გიორგი ჟორჟოლიანმა და ლევან გაჩეჩილაძემ.
|
Posted by Drakula | 08 Aug 2011, 20:13 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| საქართველოს სსს: რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ არის მიმართული | | Georgian News |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-3 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „2011 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ღია და მსხვილმასშტაბური სამხედრო აგრესიის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. სამწუხაროდ, აგვისტოს ომის მესამე წლისთავზე რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტექსტში აღინიშნება, რომ „საბჭოთა კავშირის დაცემისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რუსეთის ფედერაცია თანამიმდევრულად და მიზანმიმართულად ებრძვის დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს“.
|
Posted by Drakula | 08 Aug 2011, 19:43 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
|