aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: რუსეთის სსს-ს უფროსი: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხალხის ფონზე პათოლოგია და ანომალიაა Georgian News  Georgian News 
პრეზიდენტი სააკაშვილი მთელი ქართველი ხალხის ფონზე პათოლოგია და ანომალიაა, დარწმუნებულია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, იტყობინება “GHN“.



„რასაკვირველია, პრეზიდენტი სააკაშვილი მთელი ქართველი ხალხის ფონზე პათოლოგია და ანომალიაა, რომელმაც, ამასთან, ცუდი აღზრდა მიიღო. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა მედვედევმა თქვა, ჩვენ ამ პერსონაჟთან ქართველი ხალხის ასოციაციას არ ვქმნით და მზად ვართ, თავად მიხეილ სააკაშვილის გარდა, განვავითაროთ კონტაქტები (საქართველოსთან) - საქმიანი, პრაგმატული, ურთიერთხელსაყრელი სხვადასხვა დარგებში“, - თქვა მან კორეის რესპუბლიკიკის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან კიმ სონ ხვანთან მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით. სონ ხვანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, გადმოსცემს РИА Новости.


მისი თქმით, ქვეყნებს შორის არ წყდებოდა კავშირები ენერგეტიკის, ტრანსპორტის დარგებში, ჰუმანიტარულ სფეროში.
„როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობებიც, ცხადია, არსებული ნორმებისა და წესების დაცვით, პოლიტიზაციის მცდელობების გარეშე“, - აღნიშნა ლავროვმა.


„ადამიანთან, რომელმაც გასცა სამშვიდობოთა მოკვლის დანაშაულებრივი ბრძანება, რომელმაც გასცა მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მოკვლის ბრძანება, საქმეს აღარ დავიჭერთ“, - ხაზი გაუსვა რუსეთის სსს-ს უფროსმა.


როგორც ლავროვმა აღნიშნა, ქართველი ლიდერი კვლავ იგონებს „ახალ და ახალ ზღაპრებს ყველაზე აგრესიული პროპაგანდის სახით, რომელიც კაცობრიობისთვის ცნობილი იყო“ იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენება 2008 წლის აგვისტოში.


„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის სახელმწიფოებიც კი, რომელთა მოღვაწეები ოფიციალურად და მუდმივად საუბრობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობის შესახებ და აზრს გამოთქვამენ ამჟამინდელი რეჟიმისადმი სიმპათიების პოზიციებიდან საჯაროდ, კერძო საუბრებში მშვენივრად ავლენენ აზრებს. მათ იციან და ამბობენ იმას, რომ საუბრობენ იძულებით, ე. წ. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე“, - თქვა რუსეთის სსს-ს უფროსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთში არაა არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი, რომელიც ვერ ხვდება, ვინ და როგორ გააკეთა ეს ყველაფერი.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3095.html
Posted by Drakula | 08 Aug 2011, 20:06 | News »
 

"პოლიტიკა: რუსეთის სსს-ს უფროსი: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხალხის ფონზე პათოლოგია და ანომალიაა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian