საზოგადოება: ნუგზარ წიკლაური: სამმა წელმა აჩვენა, რომ სამხედრო ძალის საშუალებით უკანონობის დაკანონება შეუძლებელია | Georgian News | ||
რუსეთსა და საქართველოს შორის ომიდან სამი წლის შემდეგ აშკარაა, რომ სამხედრო ძალის საშუალებით უკანონობის დაკანონება შეუძლებელია, მიაჩნია საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს ნუგზარ წიკლაურს, იუწყება “GHN“. „ამ სამმა წელმა აჩვენა, რომ მხოლოდ სამხედრო ძალა, მხოლოდ სამხედრო აგრესია არასაკმარისია იმისათვის, რომ უკანონობა იურიდიულად დაკანონდეს. მთელმა მსოფლიოს, აშშ-ის სენატის ბოლო გადაწყვეტილება, სხვადასხვა ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებამ აჩვენეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არასდროს ექნება ადგილი. შესაბამისად, ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა თავგანწირვა ნამდვილად გამართლებულია“, - უთხრა წიკლაურმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულთა ძმათა საფლავთან. შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან 3 წლისთავი შესრულდა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3092.html
| |||
Posted by Drakula | 08 Aug 2011, 19:41 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.