aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: საქართველოს სსს: რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ არის მიმართული Georgian News  Georgian News 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-3 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „2011 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ღია და მსხვილმასშტაბური სამხედრო აგრესიის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. სამწუხაროდ, აგვისტოს ომის მესამე წლისთავზე რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტექსტში აღინიშნება, რომ „საბჭოთა კავშირის დაცემისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რუსეთის ფედერაცია თანამიმდევრულად და მიზანმიმართულად ებრძვის დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს“.



„ამ ბრძოლაში რუსეთის ფედერაცია მრავალ მეთოდს იყენებს და არ სრცხვენია საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების დარღვევა. ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს განუყოფელ ნაწილებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკური წმენდების რამდენიმე ტალღა განახორციელა, რის შედეგადაც ასობით ათასი მოქალაქე იძულებულიყო იყო, საცხოვრებელი ადგილები მიეტოვებინა.


2000-იან წლებში რუსეთი აქტიურად იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ბერკეტებს. ქართულ პროდუქციაზე შემოღებული ემბარგო დღემდე ძალაშია. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ მსხვილმასშტაბური სამხედრო აგრესია განახორციელა, მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და მის მიერვე ოკუპირებული რეჟიმები „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა. დღეს რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას ახალი მეთოდებით აგრძელებს - 2010 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ 12 ტერორისრული აქტი დაიგეგმა, რომელთაგან უმრავლესობა, საბედნიეროდ, ქართველი სამართამდაცველების მიერ იქნა აღმოფხვრილი“, - აცხადებს ქართული სსს.


სსს-ში მიაჩნიათ, რომ „ამ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით რუსეთი დემონსტრაციულად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, საკუთარ თავზე აღებულ მრავალმხრივ და ორმხრივ ვალდებულებებს, მათ შორის, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ყველა რეზოლუციასა და 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმების ყველა დებულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“.


აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციამ „მოიშორა“ ყოველგვარი საერთაშორისო ყოფნა ცხინვალისა რეგიონსა და აფხაზეთში და ამით ეს რეგიონები ე. წ. „შავ ხვრელებად“ აქცია, ხელსაყრელი პირობებით ორგანიზებული დანაშაულებრიობის, ტრეფიკინგისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის. შესაბამისად, დღეს საერთაშორისო საზოგადოებას არა აქვს შესაძლებლობა, მიიღოს უტყუარი ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, - აცხადებს სსს.


„შეშფოთებას იწვევს ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულია შეტევითი სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღებები“, - ხაზს უსვამს საქართველოს სსს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3094.html
Posted by Drakula | 08 Aug 2011, 19:43 | News »
 

"პოლიტიკა: საქართველოს სსს: რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ არის მიმართული" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian