aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: მანანა მანჯგალაძე - საგანგაშოა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცინიკურად ამართლებს ეთნილირწმენდას Georgian News  Georgian News 
საგანგაშოა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ცინიკურად ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ ქართული ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას. ასე უპასუხა დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.



მისი თქმით, პრეზიდენტის ინტერვიუში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ფრაზა, სადაც, მედვედევის თქმით, 2008 წლის აგრესიით, ოკუპაციითა და ეთნიკური წმენდით რუსეთის ფედერაციამ გაკვეთილი უჩვენა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა მეზობელ ქვეყანას.


„პრეზიდენტმა მედვედევმა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა ბრალდებაზე, რომელიც სერიოზული მტკიცებულებებით არის გამყარებული, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ტერორისტული აქტების ორგანიზაციას უკავშირდება. მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ რუსულ ხელისუფლებებს არ გამოუძიებიათ, და არც აპირებენ ამ დანაშაულის გამოძიებას და პასუხისგებაში მათ მიცემას, ვინც ეს ჩაიდინა“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ და დაამატა, რომ ეს ყველაფერი იწვევს მღელვარებას საქართველოში, და არა მხოლოდ.


„ვფიქრობ, აშკარაა ის, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ცივი ომის დროის ფრაზები საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის შეთქმულების თაობაზე“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.


მანჯგალაძის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ასეთი ფორმითა და ასეთი სტილით საუბრობს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ სხვა მეზობლებზეც, რითაც ამ ქვეყნების სახელმწიფოებრიობისადმი თავის უპატივცემულობას აჩვენებს.


როგორც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ცივილიზებული, მეგობრული ურთიერთობების ქონა სურს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი პატივისცემით მიეპყრობა საქართველოს.


„ცივილიზებული ურთიერთობები შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი პატივისცემით მიეპყრობა საქართველოს, ქართულ ხალხს, მის სურვილებს, თავისუფლებას, ფუნდამენტურ უფლებებსა და შეწყვიტავს საბჭოთა იმპერიის აღდგენის წარუმატებელ მცდელობებს“, - ხაზი გაუსვა მანანა მანჯგალაძემ.


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანიებს „პიკი“, „რაშა თუდეი“ და „მოსკოვის ექო“, რომლის დროსაც ვრცლად ისაუბრა საქართველოზე.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3089.html
Posted by Drakula | 07 Aug 2011, 20:32 | News »
 

"პოლიტიკა: მანანა მანჯგალაძე - საგანგაშოა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცინიკურად ამართლებს ეთნილირწმენდას" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian