საზოგადოება: საჯარო სკოლებს ომში დაღუპული გმირების სახელებს დაარქმევენ | Georgian News | ||
აჭარის ხელისუფლების თავმდომარემ ლევან ვარშალომიძემ და ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრმა გია აბულაძემ დღეს 2008 წლის ომის შედეგად დაღუპული ჯარისკაცის ედნარ დიასამიძის საფლავი ყვავილებით შეამკვეს და მისი სახელი ქობულეთის რაიონის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლას უწოდეს. რამოდენიმე დღეში აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციაც დაიწყება. "სამი წელი გავიდა ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. ჩვენი მოვალეობაა დაღუპულთა ოჯახების მხადაჭერა და გმირების უკვდავყოფა"-აღნიშნა ვარშალომიძემ. სულ 2008 წლის ომში აჭარამ 16 გმირი დაკარგა. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ არ დაარღვია ტრადიცია და წელსაც, როგორც ყოველ წელს, დაღუპულთა ოჯახებმა 2 000 ლარი მიიღებს. დღეს, აჭარაში, კიდევ ექვს სკოლას უწოდეს გმირთა სახელები: ხულოში საჯარო სკოლას ნადიმ ართმელაძის სახელი ეწოდეა, სკოლა ირემაძეებს- ამირან მამალაძის სახელი ეწოდა, ჯიხანჯურის სკოლას-ომარ ასლანიძის სახელი დაერქვა და მერისის მეორე საჯარო სკოლას რაულ მჟვანაძის საპატივცემოლოდ დაერქვა სახელი. უახლოეს მომავალში მერისის პირველ საჯარო სკოლისთვის ფრიდონ თურმანიძის სახელის დარქმევა იგეგმება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3100.html
| |||
Posted by consul | 08 Aug 2011, 20:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.