პოლიტიკა: Transparensy International-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო 68-ეადგილზე აღმოჩნდა | Georgian News | ||
საერთაშორისო ორგანიზაცია TransparensyInternational-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო 68-ე ადგილზე აღმოჩნდა. ორგანიზაციამ სულ მსოფლიოს 178 ქვეყანა გამოიკვლია. გამოკვლევაში კორუფციის აღქმის ინდექსი 10-ქულიანი სისტემით არის შეფასებული, რომელშიც 0 კორუფციის ყველაზე მაღალ დონეს ნიშნავს. საქართველომ 3.8 ქულა მიიღო, თუმცა საბოლოო შედეგი 7 დამატებითი გამოკვლევის შედეგების მიხედვით იქნა გამოთვლილი. Transparency International-ის მონაცემთა თანახმად, 2009 წლის განმავლობაში საქართველოში კორუფციის თვალსაზრისით სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. ევროპაში კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დანიაში, ხოლო ყველაზე მაღალი - საბერძნეთში დაფიქსირდა. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში, რომელშიც საქართველოც იმყოფება, კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი ინდექსი თურქეთში, ხოლო ყველაზე მაღალი - უზბეკეთში დაფიქსირდა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3795.html
| |||
Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:11 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.