ევროკავშირი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად პროექტს ახორციელებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ევროპის სავაჭრო პალატა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში ექვს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ახორციელებს პროექტს „ეასტ-ინვესტი“. მისი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ევროკავშირის ბაზარზე მათი წარმატებული შესვლის მიზნით. | |||
განათავსა - Drakula | 26 აგვ. 2011, 19:15 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 1 | ვრცლად... | |||
საქართველოში ტელეფონების იმპორტი 18 პროცენტით გაიზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოში ტელეფონების იმპორტი 18%–ით გაიზარდა. "საქსტატის" ინფრომაციის თანახმად, 2011 წლის ინავარ–თებერვალში, ქვეყანაში 71 933 500 ლარის ოდენობის ტელეფონების იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 60 726 600 ლარი შეადგენდა. | |||
განათავსა - consul | 25 აგვ. 2011, 20:10 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ყველაზე გავლენიანი ქალბატონების რეიტინგში ანგელა მერკელი ლიდერობს | მსოფლიოს ამბები | ||
ჟურნალ Forbes–ის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალბატონი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი გახდა. გასულ წელს რეიტინგში "ყველაზე გავლენიანი ქალბატონები" პირველ ადგილს აშშ–ს პრეზიდენტის მეუღლემ მიშელ ობამა იკავებდა, რომელიც ამჯერად მერვე ადგილზე იმყოფება, ხოლო მეორე ადგილი აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაიკავა. შემდეგი ადგილები დაიკავეს დილმა რუსეფმა–ბრაზილიის ისტორიაში პირველმა ქალმა პრეზიდენტმა. მეოთხე ადგილზე PepsiCo–ს ხელმძღვანელი ინდირა ნუი აღმოჩნდა, მეხუთეზე კი – შერილ სანდბერგი, Facebook–ის ოპერატიულმა დირექტორი. | |||
განათავსა - consul | 25 აგვ. 2011, 20:10 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
იტალია ლიბიელ მეამბოხეებს მატერიალურად დაეხმარება | მსოფლიოს ამბები | ||
იტალია ლიბიას უფასოდ გადასცემს ბენზინსა და გაზს და კადაფის გაყინული ფონდებიდან 350 მილიონს გადაურიცხავს. ამის შესახებ, დღეს, იტალიის პრემიერ–მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომელიც მილანში ლიბიის გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელს მაჰმუდ ჟიბრილემს შეხვდა. | |||
განათავსა - consul | 25 აგვ. 2011, 20:09 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
თურქეთში აფეთქების შედეგად 15 სამხედრო პირი დაიჭრა | მსოფლიოს ამბები | ||
ძლიერი აფეთქება დღეს, თურქეთის აღმოსავლეთით მოხდა. როგორც ტელეარხი სი–ენ–ენ ტრიუკი იუწყება, ჰაკიარის პროვინციაში, ერაყის და ირანის საზღვართან ახლოს, ნაღმზე ავტობუსი აფეთქდა, რომელსაც სამხედრო პირები გადაყავდა. აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიჭრა. | |||
განათავსა - consul | 25 აგვ. 2011, 20:09 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ხელისუფელება პოლიელითენის პარკის გამოყენების შეზღუდვაზე ფიქრობს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ხელისუფლება პოლიელითენის პარკით სარგებლობის შეზღუდვაზე ფიქრობს. როგორც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში განაცხადეს, პოლიელითენის პარკი ბუნებას ძალიან დიდ ზიანს აყენებს, რადგან ნიადაგში მოხვედრის შემთხევევაში, მისი დაშლისთვის ასობით წელია საჭირო. | |||
განათავსა - consul | 25 აგვ. 2011, 20:06 | კომენტარები | გარემო | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ირანს საქართველოსა და სომხეთში რეაქტიული ძრავებისთვის საწვავის შემოტანა სურს | საქართველოს ამბები | ||
ირანი საქართველოსა და სომხეთთან რეაქტიული ძრავის საწავავის შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ირანის ნავთობპროდუქტების დისტრიბუციის ეროვნული კომპანიის (NIOPDC)–ის აღმასურულებელმა დირექტორმა ჟალილ სალარიმ განაცხადა, წერს " ran Daily". | |||
განათავსა - consul | 25 აგვ. 2011, 20:05 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
რა საჭიროა რუსეთში „ბორჯომის“ შეტანა, თუ იქ მას არავინ ელოდება? | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
რუსების მხოლოდ 36%-ს მიაჩნია საჭიროდ რუსეთის ფედერაციაში ქართული მინერალური წყლის - „ბორჯომის“ შეტანაზე აკრძალვის მოხსნა. ამაში განსაკუთრებით დაინტერესებულები არიან ცენტრალური ფედერალური ოლქის მაცხოვრებლები, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები და მთლიანობაში უფროსი თაობის (55-64 წლის ასაკის) რესპონდენტები. ეს გაარკვიეს ფონდ „საზოგადოებრივი ფონდის“ სოციოლოგებმა, რომლებმაც აგვისტოში რუსეთის ფედერაციის 43 სუბიექტში გამოკითხვა ჩაატარეს. | |||
განათავსა - Drakula | 25 აგვ. 2011, 20:04 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
გამოკვლევა: რუსები პრეზიდენტ მედვედევისა და პრემიერ პუტინის ქმედებებს ნაკლებს ენდობიან | მსოფლიოს ამბები | ||
ამჟამად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ნდობისა და მოწონების რეიტინგებს სოციოლოგთა გამოკვლევების ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვს, იუწყება “GHN“. | |||
განათავსა - Drakula | 25 აგვ. 2011, 20:03 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
აღმოსავლეთ საქართველოში სტიქიით გამოწვეულმა ზარალმა 6.8 მილიონი შეადგინა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სტიქიამ, რომელიც საქართველოს კახეთის რეგიონს დაატყდა თავს, 6.8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია, იტყობინება “GHN“. | |||
განათავსა - Drakula | 25 აგვ. 2011, 20:03 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||