ეკონომიკა: საქართველოში ტელეფონების იმპორტი 18 პროცენტით გაიზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოში ტელეფონების იმპორტი 18%–ით გაიზარდა. "საქსტატის" ინფრომაციის თანახმად, 2011 წლის ინავარ–თებერვალში, ქვეყანაში 71 933 500 ლარის ოდენობის ტელეფონების იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 60 726 600 ლარი შეადგენდა. ტელეფონები უმსხვილესი იმპორტიორთა ათეულში მეექვსე ადგილს იკავებს. მათი წილი 2 პროცენტს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ უმსხვილეს იმპორტიორთა შორის პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, რომლის იმპორტი 458 მილიონს შეადგენს და მთლიანი იმპორტის 13 პროცენტს წარმოადგენს. მეორე ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია–206 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე კი ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების იმპორტია 150 მილიონი დოლარით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3250.html
| |||
განათავსა - consul | 25 აგვ. 2011, 20:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.