პოლიტიკა: თურქეთში აფეთქების შედეგად 15 სამხედრო პირი დაიჭრა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() სი–ენ–ენ ტრიუკის თანახმად, სავარუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქურთთა პარტიის სეპარატისტების მიერ იქნა განთავსებული. თურქული არმიის დეპარტმანეტმა დაიწყო ტერორისტების ძებნა, რომლებიც მეზობელი ქვეყნის, ჩრდილოეთ ერაყის მთიანი ნაწილიდან ქვეყნის აღმოსავლეთში შემოიჭრნენ. სწორედ, იქ არის განთავსებული ქურთთა მუშათა პარტიის დაახლოებით ორი ათასი მეომარი, რომლებმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ თურქების სამხედრო ობიექტებზე განახორციელეს შეიარაღებული თავდასხმა. ამ დროისათვის ათასი თურქი სპეცრაზმელი პროვინციის აღმოსავლეთ იქნა გადაგზავნილი, თურქეთ–ირანის საზღვართან არსებულ რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის მოსამზადებლად. როგორც ტელეარხი "ჰაბერტრიუკი" იუწყება, აღნიშნული გადაადგილება ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. ამ თვეში თურქულმა საბრძოლო ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყში ქურთთა მუშათა პარტიის ბანაკებს რამოდენიმე დარტმა მიაყენა. როგორც ტელეარხი სი–ენ–ენ ტრიუკი გადაცემს, დაახლოებით ასი ქურთი მეომარი იქნა განადგურებული. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3247.html
| |||
განათავსა - consul | 25 აგვ. 2011, 20:09 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.