ეკონომიკა: აღმოსავლეთ საქართველოში სტიქიით გამოწვეულმა ზარალმა 6.8 მილიონი შეადგინა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სტიქიამ, რომელიც საქართველოს კახეთის რეგიონს დაატყდა თავს, 6.8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია, იტყობინება “GHN“. ყველაზე მეტად დაზარალდა ლაგოდეხის რაიონი, სადაც ზარალი 5 მილიონს შეადგენს. საგარეჯოს რაიონში ზარალმა 1.3 მილიონი, გურჯაანის რაიონში კი - 500 ათასი ლარი შეადგინა. სტიქიური უბედურების შედეგად ლაგოდეხში დაინგრა შენობები, დაეცა საუკუნოვანი ხეები, დაზიანდა გაზსადენი, ელექტროგადამცემი, წყალმომარგების ხაზები, დაიტბორა ასობით საცხოვრებელი სახლი, წარეცხილია გზები. მძიმე სიტუაცია ასევე შეიქმნა საგარეჯოს რაიონში, სადაც მაღალი ზარალი მიყენებულ იქნა მეურნეობებისა და ინფრასტრუქტურისთვის. გურჯაანის რაიონში დაზიანებულია სასმელი წყლის მიწოდების ცენტრი, დანგრეულია ხიდები და გზები. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3242.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 აგვ. 2011, 20:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.