ეკონომიკა: ევროკავშირი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად პროექტს ახორციელებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ევროპის სავაჭრო პალატა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში ექვს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ახორციელებს პროექტს „ეასტ-ინვესტი“. მისი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ევროკავშირის ბაზარზე მათი წარმატებული შესვლის მიზნით. საქართველოდან აღნიშნული პროექტის კოორდინაციას ახორციელებენ სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მცირე და საშუალო საწარმოებს (რომლებშიც დასაქმებულთა რიცხვი 100 კაცს არ აღემატება) შემდეგი სექტორებიდან: აგრობიზნესი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, მდგრადი მშენებლობა, ტექსტილის წარმოება. პროექტი შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს: ტრენინგების/სემინარების ჩატარებას მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, მონაწილეობა სავაჭრო მისიებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ადგილზე პრაქტიკული სემინარების ჩატარება, ორმხრივი შეხვედრების ორგანიზაცია და მხარდაჭერის გაწევა მცირე და საშუალო საწარმოებისათვის მათი ბიზნესის გაუმჯობესებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი დანერგვის მიზნით. მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. განაცხადების მიღება 2011 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით მოხდება. საუკეთესოებს ევროპის სავაჭრო პალატა აირჩევს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3251.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 აგვ. 2011, 19:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 5 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.