ეკონომიკა: საქართველოში კვების პროდუქტების ფასების შემცირება არ შეინიშნება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აისახა თუ არა საქართველოში ინფლაციის მკვეთრი შემცირება ძირითად კვების პროდუქტებზე? ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ინფლაცია კიდევ უფრო მეტად შემცირდება და, შესაძლოა, მიზნობრივ 6%-იან მაჩვენებელზე ქევმოთ დაეცემა. შაქრის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლის ილხამ ალიზადეს განცხადებით, საქართველოში ინფლაციის შემცირებას შაქრის ფასზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. მისი თქმით, შაქრის ღირებულების ცვლილება ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელზე დიდად არ არის დამოკიდებული, „ხოლო მსოფლიო ბირჟებზე შაქრის ფასის შემცირების ტენდენცია ჯერ არ შემჩნეულა“. მისივე თქმით, სამი კვირის წინ შაქრის მსოფლიო ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა, მიუხედავად იმისა, ამ დროის განმავლობაში ჩვენთან ფასი არ შეცვლილა. ალიზადეს უჭირს იმის პროგნოზირება, შემცირდება თუ არა ფასები უახლოეს მომავალში, ვინაიდან მსოფლიო ბაზარზე ამის ნიშნები არ არის. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, წლის განმავლობაში შაქრის ფასი 62%-ით გაიზარდა. ინფლაციის შემცირება კვების პროდუქტების ღირებულებაზე არ ასახულა - ამის შესახებ commersant.ge-ს განუცხადეს მსხვილი სუპერმარკეტების წარმომადგენლებმა. „პოპულის“ შესყიდვების მენეჯერის განცხადებით, მოცემულ ეტაპზე მათ ქსელში ფასების ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, „არ არის პროდუქტი, რომელზედაც ფასის შემცირება დაფიქსირებულიყო“. სუპერმარკეტ „კონტინენტალის“ დირექტორი პურის ფასის უმნიშვნელო შემცირებაზე საუბრობს. სხვა პროდუქტებს რაც შეეხება, მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში მათი ფასები არ შეცვლილა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3208.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 აგვ. 2011, 17:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.