ეკონომიკა: საქართველოს ბანკმა ანაკლიაში სასტმურო "ოქროს საწმისის" მშენებლობა დააფინანსა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ბანკმა ანაკლიაში სასტუმრო "ოქროს საწმისის" მშენებლობა 2 მილიონი დოლარით დააფინანსა. სასტუმროს სადღესასწაულო გახსნა დღეს შედგება. როგორც "მედიანიუს" საქართველოს ბანკში განუცხადეს, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოს ბანკმა საქართველოში არაერთი სასტუმროს მშენებლობა დააფინანსა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასტუმროების ბიზნესის განვითარებაში. მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის გარდა, როგორიცა "რედისონ ბლუ" და "ჰოლდინგ ინნი", საქართველოს ბანკი ადგოლობრივი სასტუმროების ბიზნესის განვითარებასაც უჭერს მხარას, რის ნათელ მაგალითსაც წარმოადგენს სასტუმრო "ოქროს საწმისის" დაფინანსება. სასტუმრო "ოქროს საწმისი" ანაკლიაში მდებარეობს და საერთოშორისო დონის 5–ვარსკვლავიან სასტუმროს წარმოადგენს. სასტუმროში 105 ნომერია და ინფრასტუქტურა საერთაშორისო დონის სასტუმროს შეესაბამება. სასტუმროს მთლიანი ტერიტორია 15 200 კვადრატულ მეტრს შეადგენს. "ოქროს საწმისში" 60 ადამიანია დასაქმებული. სასტუმრო მიმართულია როგორც დასვენებისკენ, ისე იმ სტუმრების მომსახურებისკენ, რომლებიც საქმიანი მიზნებისთვის ჩამოვლენ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3205.html
| |||
განათავსა - consul | 22 აგვ. 2011, 20:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.