ეკონომიკა: 2010 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 814 მლნ დოლარი შეადგინა | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() „საქსტატი“ აცხადებს, რომ „მკვეთრი განსხვავებები“ წინასწარ და საბოლოო მონაცემებს შორის განპირობებულია ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლით, რომელიც „კომპანიათა კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლების გამოყენებას ითვალისწინებს, რის გამოც გაიზარდა იმ ბიზნეს-სუბიექტთა რაოდენობა, რომლებიც გამოკვლევას ექვემდებარება“. მარტში გამოაქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2010 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 16%-ით შემცირდა. თუმცა, საბოლოო დაზუსტებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ინვესტიციების მოცულობა 814 მლნ დოლარს შეადგენს, წინა წელთან შედარებით 24%-იან ზრდას აჩვენებს. 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებულმა მონაცემებმა ქვეყნის მშპ-ის 7% შეადგინა; 2009 წელს ეს მაჩვენებელი 6%-ს, ხოლო 2008 წელს - 12%-ს შეადგენდა. საბოლოო მონაცემებში ასევე დაზუსტებულია ქვეყნების მიხედვით ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებლები. წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიებიდან - 143.2 მლნ აშშ დოლარი; საბოლოო მონაცემებში ეს მაჩვენებელი 73.4 მლნ დოლარამდე შემცირდა, რის შედეგადაც ნიდერლანდებმა გადაინაცვლა მესამე ადგილზე აშშ-სა (135.8 მლნ დოლარი) და თურქეთის (91.8 მლნ დოლარი) შემდეგ. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სხვა სამ ძირითად წყაროს წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთი - 59 მლნ დოლარი, აზერბაიჯანი - 58 მლნ დოლარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 55.5 მლნ დოლარი. ასევე დაზუსტებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადანაწილება ეკონომიკის დარგებში. საბოლოო მონაცემებით, 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი მოპოვებითსა და გადამუშავებით მრეწველობაზე მოდიოდა - 228.8 მლნ დოლარი, ანუ 28.1%. ამას მოსდევს ტრანსპორტისა და კავშისგაბმულობის სექტორი - 215.1 მლნ დოლარი (26.4%), უძრავი ქონება - 119.3 მლნ დოლარი, ფინანსური სექტორი - 107.4 მლნ დოლარი (17.7%). წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3144.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 აგვ. 2011, 20:42 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.