ეკონომიკა: „VTB ბანკის“ ტოპ-მენეჯერი საბანკო სექტორს კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების სპეკულაციურ ზრდაში ადანაშაულებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
„VTBბანკის“ ტოპ-მენეჯერი საქართველოს საბანკო სექტორში კრედიტებსა და დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების სპეკულაციურ ზრდაზე საუბრობს. როგორც მან რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, თავად „VTBბანკს“ დეპოზიტებსა და კრედიტებზე პროცენტები არ გაუზრდია, ვინაიდან ბაზარზე არსებულ სპეკულაციურ სიტუაციას არ აჰყვა. ვალერიან გაბუნიას განმარტებით, ზოგიერთი ბანკი დეპოზიტებზე არაადეკვატურ პროცენტებს აწესებს. მაგრამ იგი აღნიშნულ ბანკებს არ ასახელებს. ბოლო პერიოდში საბანკო სექტორში კრედიტებზე პროცენტები გაიზარდა. აგვისტოში საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისათვის 1.3-დან 2.3 პროცენტამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე. მიზეზად სახელდება ფულადი რესურსების გაძვირება საერთაშორისო ბაზრებზე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3631.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ოქტ. 2011, 19:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.