ეკონომიკა: გიორგი პერტაია: „პროფკავშირი“ თავისი არსებობის გამართლებას ცდილობს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
რამდენიმე ადამიანმა წააქეზა მეტალურგიულ საწარმო „ჰერკულესის“ თანაშმრომლები იმისათვის, რომ საკუთარი არსებობა გაემართლებინა. ამის შესახებ აცხადებს ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი პერტაია. შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს ქარხნის 100-მდე თანამშრომელმა მოაწყო გაფიცვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სამუშაოდ დათხოვილი 17 თანამშრომლის აღდგენის მოთხოვნით. 15 სექტემბერს პოლიციამ აქცია დაშალა. გიორგი პერტაიას თქმით, საქართველოში არსებობს შრომის კანონის კოდექსი, მაგრამ, სხვა მხრივ, არის ბიზნესი, რომელიც ამ ადამიანებს ასაქმებს, მათ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება. ხოლო თუ ეს ხელშეკრულებები ირღვევა, ამისათვის სასამართლო არსებობს. „თუ ხელშეკრულება ხელმოწერილია და შენ უკვე დაეთანხმე გარკვეულ პირობებს, მერე უკვე აღარ გაქვს უფლება, ამ პირობებზე უარი თქვა. ის, რაც ხდებოდა, თანამშრომელთა მიტინგები, ხოლო შემდეგ პროფკავშირთა ჩარევა, ძალიან ჰგავდა წინა საუკუნის დასაწყისის ამერიკას, როდესაც პროფკავშირული ორგანიზაციები აქტიურ მოძრაობას იწყებდნენ... რამდენიმე ადამიანმა წააქეზა თანამშრომლები იმისათვის, რომ საკუთარი არსებობა დაემტკიცებინათ“, - ამბობს პერტაია. მისი თქმით, თანამშრომელთა ნაწილი შეუთანხმდა საწარმოს მენეჯერებს გარკვეული პირობების თაობაზე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3590.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ოქტ. 2011, 19:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.